დორტმუნდის “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ჰოლანდთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. გადაწყვეტილება კლუბის გარეშე არ იქნება მიღებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ დავასრულებთ სეზონს, ერლინგი მაინც ჩვენთან დარჩება.”
-ცორკის სიტყვებს SPORT1 ციტირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს მომავალ წლამდე არ დატოვებს, შემდეგში უკვე მისი გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება და მსურველ კლუბებს შეძენა 75 მილიონ ევროდაც შეეძლებათ. წელს “დორტმუნდს” გაცილებით სარფიანი შეთავაზებების მიღების შანსი აქვს.
აქამდე არსებული ცნობებით, ჰოლანდის გაყიდვა, შესაძლოა, წელს ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის გამო გარდაუვალიც ყოფილიყო. ამ მომენტისთვის “ბორუსია” მე-4 პოზიციას 4 ქულით ჩამორჩება.

დარჩება აბა მაგის და რაიოლას მადას რა ფული ეყოფა, რო უყურებთ მაგის თამაშს დიდი არაფერი ახალგაზრდა რონალდუს გავს მომენტებს რო ელოდება, თვითონ კი ვერაფერს ქმნის. როგორც გუშინ რონალდუ პარმასთან, დარბოდა და სულ კარის წინ იხსნებოდა, რო როგორმე გაეტანა, მაგრამ უაზროთ. ისეა ეს ჰოლანდიც თუ არ დაუღეჭეს თვითონ ვერაფერს ქმნის განსხვავებით გინდაც მბაპესგან, თუ ნეიმარისგან და გინდაც კიდევ დი მარიასგან.
იმხელა კუშებს ისვრის რაიოლა მოუწევს კარიერის ბოლომდე თქვენთან დარჩენა
დიდი ფული თუ გადაგიხადეს საკუთარ დედას გაყიდი.
ამხელა ხელფას არავინ გადაუხდის და თანხას საყიდლად ასე რომ დარჩება მანდ და მერე იაროს რაიოლად ჭკუაზე
ᲘსეᲗი მოᲗხოვნები Თუ ექნება ნამდვილად დარᲩება