ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი  შვეიცარიულ “სიონში” გადავიდა

“ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი შვეიცარიულ “სიონში” გადავიდა

კატალონიური “ბარსელონას” აღზრდილი ნახევარმცველი, რომელიც არის 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მფლობელი და 3 მატჩი აქვს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული, შვეიცარიულ “სიონში” გადავიდა.

საუბარია 32 წლის გაბრიელ ფრანცისკო გარსია დელა ტორეზე, იგივე გაბრიზე. გასული სეზონი ნახევარმცველმა ყატარში, კერძოდ კი “უმ სალალის” შემადგენლობაში გაატარა. იქამდე გაბრი ჰოლანდიური “აიაქსის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც 2010 წელს ჰოლანდიის თასი მოიგო.

აქვე მოგახსენებთ, რომ გაბრის ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით 112 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი აქვს გატანილი.

                                                                                   ეს კი ვიდეო გაბრიზე

                                         [media=http://www.youtube.com/watch?v=g9fRTMtRnw0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში