ევროპის სუპერ ლიგა ჩაშლის პირას

ევროპის სუპერ ლიგა ჩაშლის პირას

ევროპის სუპერ ლიგის პროექტს რამდენიმე კლუბი ტოვებს.

ამ მომენტისთვის, სუპერ ლიგის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგმა კლუბებმა მიიღეს: “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”, “ატლეტიკო”, “მანჩესტერ იუნაიტედი”.

ინფორმაციას უკვე არაერთი ბრიტანული და ევროპული მედიასაშუალება ადასტურებს.

ამჟამად, კლუბები სუპერ ლიგის დატოვებისთვის სათანადო დოკუმენტაციას აგროვებენ.

talkSPORT-ის ცნობით, სუპერ ლიგის 12 დამფუძნებელ კლუბს შორის დღეს საგანგებო შეხვედრა შედგება.

განახლება: გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა, თუმცა აღნიშნული ცნობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის. ასევე, უკვე ოფიციალურად, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი, მიმდინარე წლის ბოლოს ინგლისურ კლუბს დატოვებს.

ანიელი და ვუდვორდი, ფლორენტინო პერესთან ერთად, სუპერ ლიგის შექმნის მთავარი ინიციატორები არიან.

განახლება: “მანჩესტერ სიტიმ” ევროპის სუპერ ლიგა ოფიციალურად დატოვა. ამ ამბავს UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი, გამოეხმაურა:

სიხარულით მივესალმები “სიტის” დაბრუნებას ევროპულ საფეხბურთო ოჯახში. მათ განსაკუთრებული გონიერება გამოავლინეს, როდესაც სხვადასხვა ხმას მოუსმინეს, განსაკუთრებით კი – საკუთარ გულშემატკივრებს.

შეცდომის აღიარებას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. არასდროს შემპარვია ეჭვი იმაში, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. “სიტი” ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათთან ერთად, უკეთესი მომავლისთვის მუშაობას მოუთმენლად ველი.

– ამბობს ჩეფერინი.

განახლება: Cadena COPE-ს ცნობით, ჯერჯერობით, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” პროექტს არ ტოვებენ.

ამ მომენტისთვის, “ჩელსის” სუპერ ლიგა ოფიციალურად არ დაუტოვებია, თუმცა “ლურჯებს” ტურნირთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვთ.

დამფუძნებელ კლუბთან საგანგებო შეხვედრა გრძელდება, რომელზეც “ბარსელონას” ფერან რევერტერი წარმოადგენს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (27)

  • nika 54
    21 აპრ 2021, 13:13

    მოკლედ შარია ეს პერესი რა, ესპანეთში რო გასდის ყველაფერი ეგონა მსოფლიოც დაუჩოქებდა.

  • Don_Andresito
    21 აპრ 2021, 02:30

    ციტატა: me da barca
    პერესმა თხარა, თხარა და საკუთარი დასაკლავი დანა გამოთხარა.
    ხომ ვიძახდი 7 გრამიანი უნდა დააჭედო ამას თავშითქო, ხოოოდა თვითონ დაიჭედა.


    ჩვენც თუ გაგვიყოლა მერე ნახე. ისე სიტიმ სამომავლო ბანი აიცილა ფაქტიურად

  • me da barca
    21 აპრ 2021, 01:17

    პერესმა თხარა, თხარა და საკუთარი დასაკლავი დანა გამოთხარა.
    ხომ ვიძახდი 7 გრამიანი უნდა დააჭედო ამას თავშითქო, ხოოოდა თვითონ დაიჭედა.

  • davidus2020
    21 აპრ 2021, 01:08

    სუპერლიგაში მაშინ ქონდა აზრი თუ გუნდები სხვა ტურნირებში იასპარეზებენ,ისე აბსოლიტური უაზრობა იყო როგორც ფინანსურად,სპორტულად,უბრალოდ სამ მაფიოზას უნდოდათ ჩაეგდოთ ევროპული ფეხბურთი ხელში და არ გამოუვიდათ! უეფას მაფიოზები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ. მოკლედ რეიდერული წართმევა არ გამოუვიდათ.

  • Alien messi
    21 აპრ 2021, 00:54

    ცუდი სუნი მცემს საბოლოოდ მარტო ესპანური გუნდები დარჩებიან ამ სუპერ ლიგაზე ჩაიშლება იასნია და უეფაც დისკვალიფიკაციას წყვეტს ლა ლიგას. რაღას ყოყმანობენ გამოდი რა !

  • Gaucho24
    21 აპრ 2021, 00:46

    ციტატა: ჯერემი რენერი

    ციტატა: Gaucho24
    პერესმა ოფიციალურად დაიწყო ახალი სიტის შექმნა..


    ძაან მებრალება უკვე სექტა. ვითომ უმცირესობაში ყოფნით გამოიჩინეს თავი.. ამბოხია მართლაც


    აი მაგალითად 4 წელიწადში ერთხელ რომ გაეკეთებინათ , როგორც მსოფლიო , 4 წელიწადში ერთხელ წამყვანი გრანდების ჩემპიონატი უდიდესი შემოსავლით ოღონდ უეფასთან თანამშრომლობით და თავისი წესებით და რეგულაციებით შეიძლება ამ იდეას ხორცი შესხმოდა , იქნებოდა დაბრკოლებები მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა, ეს რაც გააკეთეს სრული სიგიჟეა