workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”მე აქ ბედნიერი ვარ”

მესი:”მე აქ ბედნიერი ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არ აპირებს არსად გადასვლას, რადგან თავს “ბლაუგრანაში” ძალიან კარგად გრძნობს.

“მე არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან თავს ბარსელონაში კარგად ვგრძნობ. მიხარია, როცა გამოვდივარ მოედანზე გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ ერთხელ შეიძლება მოვიდეს დრო, როცა ისევ არგენტინაში დაბრუნება მომინდება”.

“ჩემი თამაშის სტილი არ იცვლება. როგორც ბავშვობაში ვთამაშობდი, ისე ვარ ახლაც. მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად ადრე თამაშობდნენ. ახლა კი, როცა მხედავენ ტელევიზორში, ამბობენ, რომ ზუსტად იმავენაირად ვთამაშობ”.

“არსად წასვლას არ ვაპირებ. ბარსელონაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მე ეს გუნდი არასდროს დამავიწყდება, რაც არ უნდა მოხდეს!”.

წყარო: Barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში