workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა აგუეროს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

ბარსა აგუეროს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო შირას ცნობით, “ბარსელონა” აგუეროს თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში დაიმატებს და არგენტინელთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

სერხიოს დამატების მხრივ “ბარსასთან” ერთად ფავორიტები “ჩელსი” და “ლიდს იუნაიტედი” არიან, თუმცა ლეო მესის ფაქტორი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ “ბარსას” რადარებზე ანდრე სილვაც გამოჩნდა, მაგრამ “ბლაუგრანა” პორტუგალიელს ზაფხულში არ დაიმატებს და აქცენტს უფრო მეტად აგუეროსა და ჰოლანდზე გააკეთებს. 

აგუერო სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურად დატოვებს. “ქალაქელთა” რიგებში სერხიომ 10 ტიტული მოიპოვა, 257 გოლი გაიტანა და 73 ასისტი შეასრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2021, 15:27

    ეს და დეპაი მოვიდნენ,ბრაიტვაიტი და დემბელე წავლენ

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2021, 18:05

    სტატისტიკა კი აქვს მაგარი.

  • me da barca
    schedule 17 აპრ 2021, 18:04

    ყველა გუნდმა უნდა შეკრას პირი და რაიოლასთან საქმე არ დაიჭირონ. მერე ფეხბურთელებიც მიხვდებიან, რომ მაგ ღორთან არ ითანამშრომლონ და მსოფლიოში სხვა აგენტებიც არსებობენ.

  • Albicelecte
    schedule 17 აპრ 2021, 00:38

    ანსუ 9-იანზე და ეს სკამზე, ხანდახან ანსუ-ეს და ლეო წინ… ანსუ თუ ფლანგზე გადავა შეტევის გაძლიერების ვარიანტში, 3 ფორვარდით
    ასე, რომ ახალი სუნთქვის გახსნის ვარიანტში ათამაშდება

  • Clever liar
    schedule 16 აპრ 2021, 23:34

    გვინდა არ გვინდა გვჭირდება..

  • Joakim Brodén
    schedule 16 აპრ 2021, 22:12

    გრიზმანს და დემბელეს თუ გაუშვებენ ამ ზაფხულს, რისი დიდი იმედი მაქვს, მშვენიერი ვარიანტი იქნება სკამზე, ა ხო, რა თქმა უნდა თუ ბრაითვეითთან კონკურენციას გაქაჩავს