workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მინდა, “ბარსელონასთან” ერთად რაღაც ისევ გავაკეთო” – იაია ტურემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

“მინდა, “ბარსელონასთან” ერთად რაღაც ისევ გავაკეთო” – იაია ტურემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ის თებერვლიდან უკრაინაში მუშაობს და დონეცკის “ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელის, იური კალიტვინცევის ასისტენტია. 

37 წლის კოტ-დ’ივუარელი თავის კატალონიურ წარსულზე საუბრობს და ღიად გამოთქვამს იმის სურვლის, რომ კარიერის ახალ ეტაპზე “ბარსელონას” ისევ დაუკავშირდეს. 

მინდა, ერთ დღეს “ბარსასთან” ერთად რაღაც გავაკეთო. ახლა, როცა მწვრთნელობას ვიწყებ, ვიცი, რომ “ლა მასიაში” ვარჯიში დიდი სიამოვნება იქნება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. 
ვიცი, რომ ბარსელონელებს ვუყვარვარ. იქ სახლი ახლაც მაქვს. წამოსვლა ძალიან რთული იყო, ყველაფერი მქონდა: ფეხბურთი, ცხოვრება, კლიმატი… კლუბში კი საუკეთესო თანაგუნდელები მყავდა, მათ შორის ჩავი და ინიესტა. 
ჩემი ოცნება “ბარსელონაში” კარიერის დასრულება იყო, მაგრამ წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა. გუნდში ახალგაზრდა სერხიო ბუსკეტსი თამაშობდა, მისთვის კონკურენციის გაწევა კი ძალიან რთული იყო. 

– აცხადებს ტურე. 

ის კომენტარს ლიონელ მესიზეც აკეთებს:

იმედი მაქვს, მესი “ბარსელონაში” დარჩება. მისი სხვაგან ნახვა ვერ წარმომიდგენია. ლაპორტამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესი არ წავიდეს. მან მალდინისა და ტოტის მსგავსად მთელი კარიერა მშობლიურ კლუბს უნდა დაუთმოს. 

– ციტირებს იაიას სიტყვებს Cadena Ser. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 21:33

    მაგარი კაცი❤❤

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2021, 18:41

    კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ბარსა გულით უყვარს

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:00

    "იმედი მაქვს, მესი "ბარსელონაში" დარჩება. მისი სხვაგან ნახვა ვერ წარმომიდგენია. ლაპორტამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესი არ წავიდეს".
    ლაპორტამ უფულოდ რა უნდა გააკეთოს, ბართომ ცარიელი სეიფი დაახვედრა, კარგი ფეხბურთელები კი 100 მილიონიდან იწყება და ლაპორტაც ცდილობს როგორმე თავისუფალი აგენტები მონახოს, არავის მყიდველი რო არ არის ჩანს უკვე, მაგრამ მარტო მოყვანაც არ არის. მაგათ ხელფასიც უნდა, ჩვენ კი ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკით ვიწყებთ მათ გაფორმებას.

  • kushinho
    schedule 16 აპრ 2021, 17:42

    ოლიპმიკში ქართველს წვრთნის სხვათშორის ჩოგას