workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
შესაძლოა ბარსელონაში რაფა მარკესი დაბრუნდეს

შესაძლოა ბარსელონაში რაფა მარკესი დაბრუნდეს

“ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, კლუბში გუნდის მექსიკელი ყოფილი მცველის, რაფაელ მარკესის, დაბრუნება სურს, იტყობინება Sport.

მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მარკესი მუშაობას “ბარსას” ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში დაიწყებს.

აქამდე, 2018-2019 წლებში, მარკესი მშობლიურ კლუბ “ატლასში” სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი, მცირე ხნით, ესპანეთის რანგით მეოთხე ჩემპიონატში მოასპარეზე “ალკალას” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, “ლა მასიაში” “ბარსელონას” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, სერჟი ბარჟუანი, ვიხილოთ.

იგი “ბარსელონას” აღზრდილია და პირველ გუნდში კარიერის 9 წელი გაატარა. ბარჟუანის სამწვრთნელო გამოცდილება შემდეგ გუნდებს ითვლის: “ბარსა 18-წლამდელები”, “რეკრეატივო უელვა”, “ალმერია”, “მალიორკა” და ჩინური “შეჟიან გრინთაუნი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 21:24
    #4

    Ronaldinho..,
    ლენგლეს და უმტიტის ახლაც აჯობებს

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:11
    #3

    კარგია ლაპორტა "თავის გუნდს" რო აყალიბებს, მაგრამ ფეხბურთელებზე როგორ იქნება საქმე, მოიყვანენ ვინმეს თუ ისევ ისე უნდა ვიხოხიალოთ მომავალ წელსაც როგორც წელს.

  • ♠️Spooky♠️
    schedule 16 აპრ 2021, 17:50
    #2

    Zedone kaco❤️😊❤️😊

  • Ronaldinho..
    schedule 16 აპრ 2021, 16:12
    #1

    ისე აქ ბარსას დანძრეული,ერთი მომენტი ვიფიქრე სათამაშოდ ხოარ აბრუნებენთქო:))