ჟორდი ალბამ კოპა დელ რეის ფინალამდე 2 დღით ადრე Interstar Deporte-სთან ისაუბრა და მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
“ეს ფინალია და როგორც ყოველთვის, ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ. დიდი ენთუზიაზმით ველით, ეს ჩვენი საყვარელი შეჯიბრია.”
“ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სეზონში ჩვენ თასის ფინალში ვართ და გამარჯვება განსაკუთრებით გვსურს. გარდამავალი სეზონები “ბარსასთვის” არ არსებობს, ეს კლუბი მუდმივად ტიტულისკენ ისწრაფვის.”
“მართალია, გუნდი მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაგრამ მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოვიდნენ, შემადგენლობა კვლავაც გასაოცარია.”
“ფინალში ყოფნა და “ბილბაოს” მსგავს ძლიერ მეტოქესთან თამაში დავიმსახურეთ. ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. მჯერა, რომ მოვიგებთ, შემდეგ კი ლა ლიგის დარჩენილ თამაშებს საუკეთესო განწყობით შევხვდებით.”
ჟორდი ალბა 2021 წელს განსაკუთრებით პროდუქტიულია და ამ მხრივ თავის პოზიციაზე საუკეთესოც კი არის. მიმდინარე წელს ალბას ანგარიშზე 9 ასისტი და 3 გოლია.




იყოს დამატებით დროში მოგება, რას დავეძებთ. მიეჩვია გუნდი დამატებით დროში თამაშს.
ისე მაგარი დრამატული გზა კი გავიარეთ ფინალამდე.ყველა თამაშში ომი გვქონდა
ბოლო სიტყვა მომეწონა, "მჯერა, რომ მოვიგებთ"
და არა "ვეცდებით, რომ მოვიგოთ"
ყველაფერი რასაც პრესა დაწერს არ უნდა დაიჯერო))
ალბა მებრძოლი ფეხბურთელია და ეს მოედანზეც ყოველთვის ჩანს და მოედნის გარეთ თავისი განცხადებებიდან გამომდინარეც))
პ.ს წელს ძალიან ძალიან კარგია ნამდვილად ❤️
ხო ლივერპულთან თამაშის დროსაც, შესვენებაზე რო კურნჩხვებში ჩავარდა ნერვული შეტევისგან ეგეც მოუგონეს ალბათ
ვიდეოც დაამონტაჟეს🤔
ყველაფერი რასაც პრესა დაწერს არ უნდა დაიჯერო))
ალბა მებრძოლი ფეხბურთელია და ეს მოედანზეც ყოველთვის ჩანს და მოედნის გარეთ თავისი განცხადებებიდან გამომდინარეც))
პ.ს წელს ძალიან ძალიან კარგია ნამდვილად ❤️
აუჰ, აღარ ტირის, დააწყნარეს? კლასიკოს შემდეგ სხვანაირად ლაპარაკობდა, მენტალურად ჩამოუყალიბებელი ციყვი
იმედია ვერ მოიგებთ, რო ლაპორტამ თვალები ფართოდ დაჭყიტოს თორე ისეთი პირი უჩანს მაგიც კაი მინაბულია უკვე 😀 დემბელეს კონტრაქტი არ დაავიწყდეს რაც მთავარია, სხვა ყველაფერი გადადოს
ეს ფინალი თუ ვერ მოიგეს დასაშლელია გუნდი და ხელახლა ასაწყობი ოღონდ უკვე ყველა პოზიციაზე.