workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კობი ბრაიანტი გასახდელ ოთახში ლიონელ მესის ფოტოს ინახავდა

კობი ბრაიანტი გასახდელ ოთახში ლიონელ მესის ფოტოს ინახავდა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და ზოგადად, NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, რომელიც 2020 წელს ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ლიონელ მესის კარგი მეგობარი იყო.

2010 წელს, მედიასთან საუბარში, ამერიკელმა განაცხადა, რომ გასახდელი ოთახის კედელზე არგენტინელის ფოტო ჰქონდა გაკრული, რომელზეც თან მისი ავტოგრაფია დატანილი, და “ბარსას” 10-იანი შეაქო:

მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც განვითარებას კვლავაც განაგრძობს. მატჩი, რომელიც მან გასულ კვირას ჩაატარა, ფენომენალური გახლდათ. ლეო ძალიან ენერგიული და კრეატიულია – მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
ასევე, “ლა პულგა” ყველასთვის რთული მეტოქეა. იგი ბურთის მისაღებად და მის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

ალბათ, მესისა და ბრაიანტის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი Turkish Airlines-ის რეკლამაა, რომელიც წინა დეკადაში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 14 აპრ 2021, 21:19
    #4

    ეეეჰ კობი.2020 ში ორი ძალიან დიდი ათლეტი დაკარგა სპორტმა

  • nika 54
    schedule 14 აპრ 2021, 16:59
    #3

    რა ხალხი ლოცულობს ლეოს სახელზე მოკლედ რა.

  • M10 S9 D11
    schedule 14 აპრ 2021, 16:59
    #2

    ეეჰ კობის მერე ლეიკერსი მოკვდა ჩემთვის

  • Nikabedinadze
    schedule 14 აპრ 2021, 15:20
    #1

    ლეგენდაა❤️❤️