ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. 10 აპრილს გასამართ “კლასიკოს” თავისი მნიშვნელობით შეუძლია ჩემპიონის ბედიც კი გადაწყვიტოს. მოახლოებულ დაპირისპირებას გუნდები კარგ ფორმაში ხვდებიან, რაც სანახაობრივი და დაძაბული თამაშის მომასწავებელია. Marca-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ 8 ფაქტორს, რომლებიც თამაშზე დიდი გავლენას იქონიებს.
წინასამატჩო შედეგები
“ბარსელონასა” და “რეალს” დიდი ხანია მარცხი არ უგემიათ. კატალონიურმა კლუბმა ბოლოს 16 თებერვალს, პსჟ-სთან წააგო, “რეალი” კი 30 იანვარს “ლევანტესთან” დამარცხდა.
განწყობა
წაუგებელი სერიების წყალობით ორივე გუნდი კარგ ხასიათზეა. თუმცა “რეალი” გაცილებით მოტივირებულია, რადგან მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა “ლივერპულის” დამარცხება შეძლეს. ამ დაპირისპირებამ კი გუნდს მეტი თავდაჯერება შესძინა, განსაკუთრებით, ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა.
ფიზიკური მომზადება
გადამღლელი და დაძაბული მატჩის შემდეგ “რეალის” ფეხბურთელებისთვის ძალების აღდგენა უფრო რთული იქნება, “ბარსელონა” კი “კლასიკოს” მეტად დასვენებული ხვდება.
დაცვა
დაცვის ხაზში პრობლემები ორივე გუნდს აქვს. “რეალის” მხრიდან დანაკლისი უფრო დიდია და შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი ვერ მიიღებენ. “ბარსელონადან” კი ჟერარ პიკეს თამაში დგას ეჭვის ქვეშ. ესპანელის დაბრუნებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის “ბლაუგრანას” ტაქტიკური მონახაზი.
მოედნის ცენტრი
სწორედ მოედნის ამ ნაწილში გადაწყდება მატჩის ბედი. კაზემირო-კროოსი-კარვახალის სამეული “რეალის” მამოძრავებელი ძალაა. თავის მხრივ, ბუსკეტსი-დე იონგი-პედრის სამეულსაც შეუძლია საკუთარი ძალების დემონსტრირება.
შეტევა
“ბარსელონას” წინა ხაზი, დემბელე-მესი-გრიზმანის შემადგენლობით უფრო შეთამაშებულია, ვიდრე “რეალის” შემტევი სამეული (ვინისიუსი-ბენზემა-ასენსიო) … და მაინც ამ ნაწილში ყველაფერი ლიონელ მესიზე იქნება დამოკიდებული. თუკი მოედანზე მესი საკუთარ თამაშს იგრძნობს, ეს “ბარსელონას” გაამარჯვებინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეს საგრძნობი უპირატესობა ექნება.
ინდივიდუალიზმი
“ბარსელონას” ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც დაცვის ხაზის გარღვევა და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მესი ყველა დანარჩენზე მაღლა დგას, თუმცა არც უსმან დემბელეს ჩამოწერა შეიძლება.
გუნდურობა
“რეალი” გაცილებით ორგანიზებული გუნდია, რაც გამოიხატება როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ფეხბურთელები მეტად ერთიანი არიან, “ბარსელონა” კი ამ ასპექტში შედარებით მოიკოჭლებს.
მიუხედავად ამისა, “ელ კლასიკო” იმ კატეგორიათა მატჩებს მიეკუთვნება, რომლებშიც წინასწარი პროგნოზების გაკეთება უშედეგოა. ყველაფერი კონკრეტულ ადგილსა და კონკრეტულ დროში, 90 წუთში გადაწყდება.
იმედია დე იონგს დაცვის ცენტრში არ ათამაშებს და წინ გაუშვებს.
დე იონგზე იქნება ძალიან ბევრი რამ ამ თამაშში დამოკიდებული.
რეალი სახლში ეთამაშა ლივერპულს ენფილდი საიდან მოიტანეთ
ურთიერთ შეხვედრების ისტორიით ბარსა მადრიდში ბევრად დამაჯერებელია.
რეალმა სახლში არ ითამაშა პირველი მატჩი ? რა ენფილდი ? :/
მთავარია ქათმებივით არ დაიწყონ სიარული და როგორც ვაიადოლთან ბურთი ისე არ დაკარგონ ოპონენტიც რომ არ შეხებია , აი ალბათ მერე მოვიგებთ
მოედნის ცენტრში უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ პირველ რიგში და ამის ძალიან დიდი საშუალება გვაქვს ჩვენი ეხლანდელი ტაქტიკის წყალობით ბუსკეცი ფრენკი პედრი და გლანგებიდან ალბა დესტი პლიუს მესი ამათმა ბურთი უნდა დაუმალონ
მარუსა უკეთესად შეგიძლია
მოგება გვინდა აუცილებლადდდდდ!!!❤❤❤
Seriozul metobas shegviqmnida aseve ronaldinho ro damtvreuli ar gvyavdes, tumca tavis mxriv sasixaruloa tetrebis danaklisi, mat rigebshi zinedin zidanma kariera ramodenime saatia rac daasrula da realis b gundi chaibara… Sifrtxilea sachiro realis mrisxane naxevardacvastan, miuxedavad carvaxalisa da bales ar yofnisa iseti mrisxane fexburtelebi adgilze arian, rogorebicaaa guti, arbeloa da sami xedira dddd marusa dzilis win da axalgagvidzebulze agar scado statiebis wera ddd ise ki genacvale kai xar😁❤️
მარუსა გამოფხიზლდი ძალიან ბევრი შეცდომა გაქვს, ენფილდის გარდა რეალის ნახევარდაცვის ტრიოში კარვახალი გყავს, წინა სტატიაც მესის გოლზე აბდა უბდა და შეცდომა იყო. ორიანი შენ 😀 გადაღლილი ხარ ალბათ მარა არაუშავს კარგი გოგო ხარ მაინც
ვაა მე მეგონა რეალმა მადრიდში ითამაშა ლივერპულთან . . .
თურმე "ეინფილდზე" დაუმარცხებია . . .
სტატიები მოდერაციას არ განიცდის ?
უნდა მოვიგოთ.კიდე კაი იმათ 3 ძირითადის მცველი არ ყავთ თორე ლენგლე 100% ვარ დარწმუნებული 1 ყლაპავს ისეთს რო maluma ეგრევე კომენტარს დაწერს ჩინური ნოიერის ბრალიაო.😁