workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მხარდაჭერა “რეალის” მეკარეს

“ბარსელონას” მხარდაჭერა “რეალის” მეკარეს

საფეხბურთო სამყაროს ჯერ რასიზმთან ბრძოლაში არ აქვს წინსვლა და ახალი პრობლემა გამოჩნდა – სექსიზმი. ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას ფეხბურთში სექსიზმის პრობლემის გაღვივება მოჰყვა, რისი მსხვერპლიც, ახლახან, მადრიდის “რეალის” მეკარე გახდა.

ერთი თვის წინ “რეალმა” მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. გუნდმა, რომელიც სულ მეორე სეზონს ატარებს, აქამდე ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, “ატლეტიკოს” მოუგო. ქალაქური დერბის პირველად მოგება, ბუნებრივია, ემოციური და ძალინ მნიშვნელოვანი იყო.

ახლახან, როდესაც “რეალის” მამაკაცთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპული” დაამარცხა, მადრიდელთა ქალთა გუნდის მეკარემ, მარია ისაბელმა, იგივე მისამ, Twitter-ზე დადო 2 ფოტოსურათი – ერთზე ის “ატლეტიკოსთან” მოგებას ზეიმობს, მეორეზე კი მარკო ასენსიო “ლივერპულთან” მოგებას. პოსტს თან ახლადა მინაწერი Misma Pasion (“იგივე ვნებით”, “იგივე გრძნობით”). ამ პოსტმა სავარაუდოდ გენდერული თანასწორობის მოწინააღმდეგეებში ისეთი აგრესია გამოიწვია, რომ 21 წლის მეკარე იძულებული გახდა წაეშალა.

საფეხბურთო სამყარომ მისას მხარდაჭერა არ დააყოვნა. არაერთმა ფეხბურთელმა თუ საფეხბურთო კლუბმა მსგავსი პოსტი დადო. მათ არ ჩამორჩა არც “ბარსელონა”, რომელმაც კატალონიელთა ქალთა გუნდის თავდამსხმელის, მარიონა კალდენტეის გოლის აღნიშვნა ლეო მესისას შეადარა.

მთლიანი კამპანიის, ისევე, როგორც “ბარსელონას” პოსტის არსი ერთია – ქალებიც შეიძლება ისეთივე გრძნობით თამაშობდნენ ფეხბურთს, როგორც მამაკაცები და სპორტის ამ სახეობაში რომელიმე სქესის დაკნინება მიუღებელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2021, 21:37

    რით აღარ მობეზრდათ ამ სექსიზმზე და რასობრივ დისკრიმინაციაზე ლაპარაკი, მე მგონი დაზარალებულებსაც სიამოვნებთ უკვე დაჩაგრულის როლში ყოფნა.

  • El pistolero 9
    schedule 09 აპრ 2021, 11:59

    21ე საუკუნეში კიდევ რატო უნდა იყოს რასიზმი აქტუალური თემა😡😡

  • Lasha71
    schedule 09 აპრ 2021, 03:50

    ვაი თქვენს პატრონს. 1-2 გამოსირებულის გამოხტომას საყოველთაო პრობლემად რატომ აცხადებთ? მადე დასრულდება ეს მარაზმი!

  • BEQA BARCA
    schedule 08 აპრ 2021, 22:10

    რესფექტ❤💜

  • სპარტაკი
    schedule 08 აპრ 2021, 21:58

    აშკარად დარღვეული აქვთ მეტყველების უნარი და ავლენენ კიდეც..

  • C.PC5
    schedule 08 აპრ 2021, 20:49

    ვაი ჯერ კიდე რამდენი გამო**ებული დაიარება😒 აღნიშვნას აღარ აცდიან ადამიანს

  • Berlinetta♥
    schedule 08 აპრ 2021, 20:48

    ბიჭო რავი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 აპრ 2021, 20:41

    ამის გამო აგრესია რა საჭირო იყო ან რომელი საუკუნეა?