ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “მირჩევნია “სანტოსში” დავრჩე”

ნეიმარი: “მირჩევნია “სანტოსში” დავრჩე”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “სანტოსის” თავდამსხმელმა, ნეიმარ და სილვამ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი აპირებს თავისი კარიერის ამჟამინდელ კლუბში გაგრძელებას. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ტალანტით დაინტერესებულნი არიან ისეთ ევროპული გრანდები, როგორებიც არიან მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა”: “უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ კარიერის გაგრძელებას “სანტოსში” ვაპირებ. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ამჟამად სრულიად ბრაზილიის ნაკრების თამაშებზე ვარ კონცენტრირებული და მსურს კოპა ამერიკის მოგება. არ მისაუბრია არც ჩემს აგენტთან და არც მამაჩემთან. სწორედ მათთან ერთად ვმსჯელობ ამ საკითხებზე”. დაასრულა ნეიმარ და სილვამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში