ბრიტანული გამოცემა “The Sun”-ის ცნობით, ცესკ ფაბრეგასი მომავალი სეზონიდან “არსენალში” აღარ ითამაშებს…
როგორც “The Sun” იუწყება, ლონდონური “არსენალის” კატალონიელმა ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა თავის ამჟამინდელ თანაგუნდელებს განუცხადა: “მე “არსენალში” აღარ ვითამაშებ.”
ფეხბურთელს ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა, რადგანაც ამ კვირის ბოლოს ლონდონელები აზიის ტურს იწყებენ. თუ ცესკი არსენ ვენგერს აზიაში არ გაყვა, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება…
