workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სრულ შემადგენლობას PCR ტესტირება ჩაუტარდა

“ბარსელონას” სრულ შემადგენლობას PCR ტესტირება ჩაუტარდა

ლა ლიგის ხელმძღვანელების მიერ შედგენილი პროტოკოლის თანახმად, “ბარსელონას” სრულმა შემადგენლობამ, იმ ფეხბურთელების ჩათვლით, რომლებსაც სანაკრებო პაუზის დროს კატალონია არ დაუტოვებიათ, PCR ტესტირება ჩაიტარეს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

ასე რომ, “ბარსა” “ვალიადოლიდს” დამატებითი დანაკლისის გარეშე შეხვდება. გუნდს ტრავმის გამო ნეტუ, ჟერარ პიკე, ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი ვერ დაეხმარებიან.

რონალდ კუმანის შეგირდები “კამპ ნოუზე” 5 აპრილს ითამაშებენ. მათი მეტოქე ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს, “ბარსელონას” კი “ატლეტიკოსთან” 1 ქულამდე მიახლოების შანსი ექნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 03 აპრ 2021, 17:32
    #5

    ლანგლეს უმტიტს პიანიჩს დადასტურებოდათ ნეტა და ბრეითუეიტს.

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2021, 17:22
    #4

    შეიძლება ერთ ქულამდე მივუახლოვდეთ, ერთი პირობით ატლეტიკომ უნდა წააგოს ვისთან? უი სევილიაში სევილიასთან, ხოო ეს უკვე ერთ ერთი რეალური მეტოქეა, თუ ძალიან არ დაიკიდა სევილიამ სატურნირო ცხრილი ვინაიდან, სოსიედადი 10 ქულით ჩამორჩება და რეალი და ბარსა კი წინ ნამდვილად არ გაუშვებენ.

  • M10 S9 D11
    schedule 03 აპრ 2021, 16:21
    #3

    იმედია ყველას უარყოფითი ამოუვა

  • Anano_Ch
    schedule 03 აპრ 2021, 15:51
    #2

    აცრას არ უკეთებენ ამათ?

  • El pistolero 9
    schedule 03 აპრ 2021, 13:44
    #1

    კოუტინიოს კონტრაქტი სადამდე გრძელდება?