მარკას ცნობით ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტმა, ვაგნერ რიბეირუმ განაცხადა, რომ მის კლიენტს შემოთავაზება კატალონიის “ბარსელონასგან” და მადრიდის “რეალისგან” აქვს.
აგენტის თქმით, ორივე კლუბი მზადაა გადაიხადოს “სანტოსის” მოთხოვნილი თანხა–45მილიონი ევრო.
“ორივე კლუბმა განუცხადა “სანტოსს”, რომ მზად არის გადაიხადოს 45მილიონი ევრო.”ბარსამაც” და “რეალმაც” გაუკეთეს უკვე შეთავაზება ჩემს კლიენტს , მაგრამ გადაწყვეტილებას არა კლუბი და რა თქმა უნდა არა მე, არამედ ნეიმარი მიიღებს.ყველა ვარიანტში ჩვენ ამ საკითხს კოპა ამერიკის დასრულებამდე არ განვიხილავთ.ნეიმარი ამ ყველაფერს ტურნირის შემდეგ გაანალიზებს.”–განაცხადა რიბეირუმ.
