”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ”არსენალის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ტრანსფერს 31 აგვისტომდე ელოდოს.
”წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სატრანსფერო საქმეებში ბოლო მომენტამდე უნდა დაიცადო. გასულ სეზონში ჩვენ ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზრის დახურვისას შევიძინეთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს, ამიტომ შეგვიძლია არ ვიჩქაროთ.
ჩვენ გვესმის, რომ არიან კლუბები, რომლებსაც ჩვენზე მეტი თანხის დახარჯვა შეუძლიათ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის თანხლებას და სხვა კლუბებს ყურადღებას არ მივაქცევთ” – ბართომეუს სიტყვებს ”Sky Sports” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”ბარსა” სესკის შეძენას სამშაბათამდე მოახერხებდა.

აუქციონი უნდა გამართო?
ვა რა მაგარი ვაჭარი ხარ შენც!