სანაკრებო პაუზა დასრულებულია.
დღეს საქმეში 7 “ბლაუგრანელი” ვიხილეთ. მათგან 4-მა კი თავი შედეგიანობითაც გამოიჩინა.
ეროვნული ნაკრებების მიღმა თავი ჯერ ფრანსიშკუ ტრინკაუმ გვასახელა, ის პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებს შვეიცარიელ თანატოლებთან გამარჯვებაში გოლით დაეხმარა.
მარტინ ბრეითუეიტი
დანიის ნაკრები ავსტრიას ესტუმრა და გამანადგურებელი სხვაობით, 4-0 იმარჯვა. დანიელთა წარმატებაში მცირე წვლილი მარტინ ბრეითუეიტმაც შეიტანა, რომელმაც ასისტი შეასრულა და ჰოიბიერგს გაატანინა. დანიელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, ამ სანაკრებო პაუზაზე ყველაზე შთამბეჭავად სწორედ ისინი გამოიყურებოდნენ.
პედრი, სერხიო ბუსკეტსი & ჟორდი ალბა
“ფურია როხამ” პირველ ტურში საბერძნეთთან დაკარგული ქულების შემდეგ, საქართველოსთან და კოსოვთან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვა. ამ შემთხვევაში, პირენეელებმა გამარჯვება გაცილებით მარტივად შეძლეს. მათ კოსოვო საშინაო კედლებში 3-1 დაამარცხეს.
“ბლაუგრანელთა” შორის ორმა მათგანმა, ჟორდი ალბამ და პედრიმ თავი ასისტებით გამოიჩინა.
პედრის პასის შემდეგ გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ალბას გადაცემით კი დანი ოლმომ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა.
ანტუან გრიზმანი, მირალემ პიანიჩი
ანტუანმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ ულიდერა და თანაგუნდელის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით იმარჯვა.
იმ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი სწორედ გრიზმანი გახლავთ.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
სანაკრებო პაუზის უდიდესი სენსაცია გერმანიაში დაფიქსირდა და “ბარსას” მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გადახდა თავს.
ჩრდილოეთ მაკედონიამ დუისბურგში გერმანიია დაამარცხა. შედეგად კი ჯგუფს სათავეში სომხეთის ნაკრები ჩაუდგა, რომელსაც უკან მაკედონია მოჰყვება.
გაშვებულ გოლებში მარკს ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანია 20 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად დამარცხდა.




გოლის მერე გრიზმანის ტინგიცობა ნერვებს მიშლის.
ძალიან ცუდი, არ იმსახურებდა ტერ შტეგენი ნამდვილად.მალუმა არ ნახავს იმედია ამ სტატიას.
ისედაც არ ევასებოდათ ტერ შტეგენი გერმანიაში და ეხლა ყველაფერს მაგას დააბრალებენ ეგ ფაშისტები.
პედრიმ კი საუცხოოდ იასპარეზა, ის 68 წუთი რაც მოედანზე გაატარა.
გრიზმანს 2 გოლი აქვს, ბრაიტვეიტმაც გაიტანა. არ გეკადრებათ
პედრის ძირითადში ყოფნას, ჩვენი ნახევარდაცვის სისუსტეს ვაბრალებდი გარკვეულწილად … მაგრამ ესპანეთშიც მოსვა სკამზე უმაღლესი დონის ნახევარმცველები 🤣🤣 პედრიტო ❤️
ჯორჯ,
ძაან მაგარი ბიჭი გამოდგა.მეც მინდა რო დააბრუნონ
ტერ შტეგენს ძლივს თამაში ეღირსა და მაკედონიამ 2 გოლი გაუტანა
ჩვენც უნდა მოგვეგო გუშინ ბერძნებისთვის,საშინლად არგვიმართლებს არასდროს
Ra uigbloa shtegeni ziritad tamashebshi mudam ar umartlebs..
პედრის კარგი დებიუტი ქონდა , დე იონგი კი უკვე როგორც ბარსაში ისე ნაკრებშიც საკვანძო ფიგურაა
დანი ოლმო ბარსა ბ-ში იყო იმედი მაქვს დაბრუნდება სახლში
ძლიივს 🙏
თამაშებიდან გამომდინარე პირველ რიგში გრიზმანი, ალბა და პედრი განსაკუთებულად კარგად გამოიყურებოდნენ 👏 ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს კლასიკოსთვისაც აუცილებლად