“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” ქალთა გუნდს ორი მატჩის ჯამში 4-2 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გუნდისთვის ბოლო ხუთ წელიწადში ეს მე-4 ნახევარფინალია, მათ ამ ტურნირში ჯერ არ გაუმარჯვიათ. ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2019 წელს ფინალში გასვლაა, სადაც კატალონიელები “ლიონთან “დამარცხდნენ.
ნახევარფინალში ქალთა გუნდის მეტოქე “ლიონსა” და პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ “ლიონი” ამ ტურნირზე ყველაზე წარმატებულია. ფრანგულ კლუბს ქალთა ჩემპიონთა ლიგის თასი 7-ჯერ აქვს მოგებული.



ამათ მაინც აიღონ ლიგა. სათქმელი გვექნება ბარსა ლიგის გამარჯვებულიაო.
ბარსა ბ-ში
ლიონს უნდა მოვუგოთ და თასი ჯიბეში გვიდევს
წელს მგონი მოიგებენ❤️
მინგესას და რომელ გუნდშია – ძირითადში თუ ბარსა ბ-ში?
აბა მანდილოსნებო თქვენ მაინც მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა
ამათი აღარ მიკვირს არაფერი
დიდი ალბათობით ლიონი მოუგებს პსჟ-ს და სწორედ ამ ორი გუნდიდან ვინც გავა ფინალში ის მოიგებს ამ თასს.
ლიონს თუ გავცდით დიდი ალბათობით მოვიგებთ კიდეც
ამათმა მაინც უნდა მოიგონ ლიგა.. ლიონი უნდა გავანადგუროთ💜❤