workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტატისტიკა, რომელიც მიანიშნებს, რომ პედრი მწვრთნელების ნდობას ამართლებს

სტატისტიკა, რომელიც მიანიშნებს, რომ პედრი მწვრთნელების ნდობას ამართლებს

“ბარსელონას” ტალანტი, პედრი გონსალესი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მალევე შეამჩნია, რის შემდეგაც მას დიდი სათამაშო დრო გამოუყო და კლუბის ერთ-ერთ შეუცვლელ ფიგურად აქცია.

მსგავსი სიტუაციაა ესპანეთის ნაკრებშიც – ლუის ენრიკემ კანარელი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ ორივე მატჩში ათამაშა, საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კი იგი ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ (მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო).

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, კლუბისა და ნაკრების რიგებში, შესაძლო 45 დაპირისპირებიდან, მონაწილეობა 44 მატჩში მიიღო – 28 ლა ლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 კოპა დელ რეიზე, 2 ესპანეთის სუპერ თასზე, 2 კი – “ფურია როხას” მაისურით.

ერთადერთი ჯახი, რომელის დროსაც ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე არ გასულა, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე, “ფერენცვაროშთან” გასვლაზე ჩატარებული მატჩია, რომელიც “ბლაუგრანამ”, ანგარიშით, 3-0 მოიგო.

ჯამში, “ბარსას” მე-16 ნომერმა, 4110-დან, 2905 წუთი ითამაშა (71%) – ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი 4 მატჩიდან 3-ში მონაწილეობს.

გარდა ამისა, ზემოხსენებული 44 შეხვედრიდან, პედრი სასტარტოში 32-ჯერ მოხვდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 32 დაპირისპირებიდან, გონსალესმა სრულად მხოლოდ 5 მატჩი ჩააატარა, – 4 პრიმერა დივიზიონში, 1 კი ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ (ტურინში), – რაც ბუნებრივია, ვინაიდან, რონალდ კუმანს არ სურს, სადებიუტო სეზონში ახალგაზრდა შუახაზელი გადატვირთოს.

საინტერესოა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში გატარებული პირველი სეზონი, პოტენციურად, ყოფილი “ლას პალმასელისთვის” ძალიან ინტენსიური გამოვა – “ბარსელონას” ჯერ კიდევ 11 შეხვედრა (10 ლა ლიგაში, 1 კოპა დელ რეიზე) აქვს დარჩენილი. ამ ყველაფერს, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატიც დაემატოს (რომელიც სტარტს მიმდინარე წლის ივნისში აიღებს და ივლისში დასრულდება), რასაც ტოკიოს ოლიმპიადა მოჰყვება – ივლისიდან 8 აგვისტომდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 31 მარ 2021, 17:08
    #8

    საქართველოსთან მართლა მაგრად გადარჩა, ასე უნდა ვინერვიულოთ ყველა მძიმე თამაშზე.

  • ♠️Spooky♠️
    schedule 31 მარ 2021, 00:14
    #7

    Odnav siswrafe ro qondes 100 jer magari iqneboda mara rac aris mainc dzalian dzalian magaria❤️

  • me da barca
    schedule 30 მარ 2021, 23:54
    #6

    ამდენს 18 წლის ბავშვი ვერ გაუძლებს და ერთხელაც წაიქცევა და ძვირად დაგვიჯდება. ლა ლიგა, ნაკრები, ევროპა, ოლიმპიადაო კიდევ და ამდენს რობოტი ვერ გაქაჩავს, არა თუ ადამიანი.

  • ბასქუ10
    schedule 30 მარ 2021, 21:20
    #5

    ციტატა: CHEPE
    რა დაამტრვევს ამას წინაზე იყო და გაიყვანა კუმანმა ტრამვის გამო არაუხოზე გვიან ელოდებოდნენ დაბრუნებას და რას ვხედავთ სევილიასთან ჯანზე იყო უკვე😃😃 ნაკრების თამაშზე ისეთი ჩაარტყა ჩვენმა ფეხბურთელმა რომ მეთქი დაილეწა უკვე ესეც თქო.. გამძლეობა აქვს მოკლედ კარგი და იმედია 90 წუთის დატვირვთვას გაუძლებს მომავალში


    საქართველოსთან მაგრად გადარჩა, შენგელიამ ისე უხეშად ითამაშა მეგონა ვსიო დაამთავრებინა კარიერათქო😁

  • El pistolero 9
    schedule 30 მარ 2021, 21:05
    #4

    ცოტა დრო პუჩსაც უნდა მიეცეს.ესეც ცოდოა არ დაიმტვრეს

  • Always cule
    schedule 30 მარ 2021, 20:48
    #3

    რამდენი თამაში აქვს ნათამაშები და ტრავმას არ იღებს, მაგრამ საშიშია მაინც და უნდა დაასვენონ ხოლმე ხანდახან.

  • ბასქუ10
    schedule 30 მარ 2021, 20:22
    #2

    დაასვენეთ ცოტა ეს ბიჭი, ცოდოა, ამდენი თამაში კი კარგია ზოგადად მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა ამხელა დატვირთვისთვის

  • Diana
    schedule 30 მარ 2021, 19:56
    #1

    ❤❤❤