კატალონიის “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტს, ხავიერ ბორდასს ესპანური ფეხბურთის გენერალურ ასაბლეის დაწყებამდე ჟურნალისტებმა კითხვები ცესკ ფაბრეგასზე დაუსვეს…
თავდაპირველად, ბორდასი ჟურნალისტების კითხვებს ცესკის თაობაზე ასე პასუხობდა: “შუდღეს, სუბისარეტა ეუსებიოს პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრება და თქვენ შეგიძლიათ მის თაობაზე მას ჰკითხოთ”, თუმცა ნელ–ნელა ჟურნალისტებმა ხავიერს ორი სიტყვა მაინც გამოსტყუეს: “მართალია, რომ ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადმოსასვლელ ჟესტებს მიმართავს. მე ვნახე, რომ “არსენალის” გულშემატკივრებს იგი სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც არ შეუყვანიათ. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი “ბარსასთან” ახლოსაა.”
