ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “სანჩესი იდეალურია “ბარსასთვის”

ჩავი: “სანჩესი იდეალურია “ბარსასთვის”

 

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ სანჩესი იდეალურად შეეწყობა “ბარსას” სტილს და მოხარული დარჩება მისი გადმოსვლით.

 

“მე ძალიან კარგად ვიცი და ნანახი მაქვს სანჩესის თამაში, ჩვენ ხომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. იგი გამორჩეული ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ, ძალიან მინდა მისი ჩვენს გუნდში ხილვა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს კარგად შევეწყობით” – განაცხადა ჩავიმ “სპორტთან” ინტერვიუში.

 

“მე ყურადღებით ვაკვირდებოდი მის თამაშს “უდინეზეში” და შემიძლია ვთქვა, რომ იგი უმაღლესი დონის მოთამაშეა. არის ფიზიკურად ძლიერი და შეუძლია სახიფათო სიტუაციებს მარტომ გაართვას თავი. გარდა ამისა იგი გუნდური მოთამაშეა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი იდეალურად შეეწყობა “ბარსას” სტილს” – დაასრულა კატალონიური “გიგანტის” ნამდვილმა “დირიჟორმა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში