კატალონიური TV3-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი, შესაძლოა ჟოან ლაპორტას გუნდს ოფიციალურად შეუერთდეს და ხელმძღვანელობის წევრი გახდეს.
როგორც ჟურნალისტი ორიოლ დომენეკი აცხადებს, პუიოლი სპორტული პროექტის წევრი არ იქნება. ის კლუბის სოციალურ პროექტებში იქნება ჩართული და მისი მოღვაწეობა ძირითადად “ბარსას” ფონდთან იქნება დაკავშირებული. კარლესი მეუღლესთან ერთად რამდენიმე პროექტზე უკვე მუშაობს.
პუიოლმა თავისი საფეხბურთო კარიერა მთლიანად “ბარსელონაში” გაატარა. ის პირველი გუნდის ღირსებას 1999-2014 წლებში იცავდა და “ბლაუგრანას” მაისურით სულ 593 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


