workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS | ფაბიან რუისი ლა ლიგის დიდ სამეულს ისევ სურს

AS | ფაბიან რუისი ლა ლიგის დიდ სამეულს ისევ სურს

“ნაპოლის” 24 წლის ნახევარმცველი, ფაბიან რუისი ლა ლიგის დიდი სამეულის რადარებზე ისევ ჩანს.

ესპანელის გადაბირება “ატლეტიკოს”, “რეალსა” და “ბარსელონას” სურთ, რის გამოც იტალიურ გუნდთან ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ამ დროისათვის არ საუბრობს. აღნიშნულ ინფორმაციას AS ავრცელებს.

წლევანდელ სეზონში რუისი შარშანდელივით ეფექტური არ ყოფილა. მას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და 1 ასისტი აქვს აქტივში. მიუხედავად ამისა, ეროვნულ ნაკრებში მას ლუის ენრიკე ენდობა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის კვლავ გამოძახებულია.

“ნეაპოლურმა” გუნდმა რუისი “ბეტისიდან” 20 მილიონ ევროდ გადაიბირა, ახლა კი transfermakt.com-ის მონაცემებით ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 30 მილიონია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 27 მარ 2021, 23:14
    #9

    რავი ჯობია ვეინალდუმი მოიყვანონ უფასოა და თან გუნდში იმდენი ახალგაზრდა და კარგი ნახევარმცველი გვყავს რუისი არ უნდა მოუყვანონ

  • nika 54
    schedule 27 მარ 2021, 16:16
    #8

    ნეიმარმა თუ არ გაახანგრძლივა, მაგაზე კარგს ვერ ვიშოვით ვერავის.

  • რივალდო-მესი
    schedule 27 მარ 2021, 12:15
    #7

    არაფერში გვჭირდება საერთოდ

  • ჩავი
    schedule 27 მარ 2021, 11:15
    #6

    ციტატა: El pistolero 9
    ისედაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და რაღაცნაირად მეზედმეტება ეს


    რატომ ძმაო მე მაგალითად პიანიჩს ეს მირჩევნია

  • Always cule
    schedule 27 მარ 2021, 09:36
    #5

    თუ მოყვანაა მე მირჩევნია აუარი მოიყვანონ

  • Don_Andresito
    schedule 27 მარ 2021, 05:22
    #4

    კლასნი კია ისე. გამისწორდებოდა ბარსაში

  • me da barca
    schedule 27 მარ 2021, 01:26
    #3

    2 გოლი დესტმა ერთ თამაშში გაიტანა.😊
    საერთოდ როგორ მოხვდა ეს ნაპოლიში ახლაც მიკვირს. გადაჭარბებული ფასი დაადო იმ გიჟმა პრეზიდენტმა.

  • El pistolero 9
    schedule 27 მარ 2021, 01:25
    #2

    ისედაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და რაღაცნაირად მეზედმეტება ეს

  • Diana
    schedule 26 მარ 2021, 23:12
    #1

    რავიცი რავიცი