“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ დააანონსა, რომ ხვალ დილიდან სოციალურ მედიას პროტესტის ნიშნად დატოვებს. 43 წლის ფრანგმა მიზეზი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში განმარტა.
ხვალ დილიდან სოციალურ მედიას ჩამოვშორდები იქამდე, სანამ ის პირები, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, თავიანთი პლატფორმების რეგულირებას ისეთივე ენთუზიაზმით არ მოეკიდებიან, როგორც საავტორო უფლებების დარღვევის აღმოჩენის დროს იქცევიან.
რასიზმის, ჩაგვრისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები იმდენად მძიმეა, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პლატფორმაზე დარეგისტრირდეს და ანონიმურობა სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენოს ისე, რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ეს კი დაუშვებელია.
სოციალური ქსელის ყველა მისამართი გაუქმებული მექნება იქამდე, სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება. იმედი მაქვს, ეს დრო მალე დადგება.

– განაცხადა ანრიმ.

ჩავის და ინიესტას რო არ მისცეს, იქ ეგ არც არის სახსენებელი.
ერთი ოქროს ბურთი როგორ არ მისცეს ამ კაცს ან იბრას რავი უსამართლობაა ჩემი აზრით
რამდენჯერ მიფიქრია, რომ შემეძლოს სოც ქსელებს გავაუქმებდითქო. იმდენი ღვარძლი, სიძულვილი და ბოღმა გამოდის, რომ გული მერევა. ერთმანეთის გასაშავებლად ტროლები, ბოტები და ჯანდაბა, ყველანაირი სიბინძურე იქ გროვდება. თუნდაც ეს საიტი აიღეთ, ერთი გუნდის სიყვარულმა შეგვკრიბა, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვწიწკნით, ვაგინებთ, თუნდაც ვიღაცა გადამთიელი ფეხბურთელის გამო.
ვაბშე სულ გააუქმონ ეს სოციალური ქსელები , ხალხი ერთმანეთს აღარ ნახულობს , ფეისბუქმა და ინსტაგრამმა ჩაანაცვლა ნამდვილი ურთიერთობები.
არც მქონია,არც მაქვს და არც მექნება…
ტიტი მართალი ხარ,მაგრამ კიდევაა სოც.ქსელებში სხვა პრობლემებიც,მითუმეტეს ქართულ რეალობაში..
100%👍🏻
მართალს ამბობს
ზუსტად , ასევე დეზინფორმაციების გავცრეცელებაც
100 პროცენტიანი ხარ ანრიიიი❤💜
უბრალო ხალხი ყველას კიდია, მაგრამ აბა თანაგუნდელები გაეხუმრონ ერთამენთს, 50000 ევროიანი ჯარიმები მოდის ეგრევე. არაფერში აღებულ ფულზე ვინ იტყვის უარს.