ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეშს ფაბრეგასის კარგად ესმის

ალვეშს ფაბრეგასის კარგად ესმის

 

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა “RAC 1”-თან საუბრისას განაცხადა, რომ მას ცესკ ფაბრეგასის ძალიან კარგად ესმის…

 

“მე ცესკის მესმის. მეც სწორედ ასეთი დაბრკოლებები გადავლახე. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. კლუბი არ უნდა დამწუხრდეს იმის გამო, რომ ვიღაცას კლუბიდან წასვლა უნდა. “სევილიადან” წამოსასვლელად მეც დიდი ძალისხმევა დამჭირდა”, – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

 

ალვეშმა ალექსის სანჩესსა და მის თანაგუნდელ ნეიმარზეც ისაუბრა. “ვიმედოვნებ საბოლოოდ “ბარსა” მასთან შეთანხმებას მიაღწევს, იგი უნიკალური ფეხბურთელია”, ხოლო ნეიმარზე ალვეშმა განაცხადა: “ნეიმარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოში მეორეც”. ალვეშმა დაამატა, რომ მესი მასზე ბევრად მაღლა დგას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში