workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზედიზედ მე-9 გასვლითი გამარჯვება ლა ლიგაში

ზედიზედ მე-9 გასვლითი გამარჯვება ლა ლიგაში

“სოსიედადთან” გუშინ მოგებული მატჩი არის ზედიზედ მე-9 საგარეო გამარჯვება, რომელიც “ბარსელონამ” ლა ლიგაში მოიპოვა.

“კადისთან” წაგებული თამაშის შემდეგ, “ბარსამ” შემდეგი გასვლითი შეხვედრების მოგება შეძლო: “ვალიადოლიდი” (3-0), “უესკა” (1-0), “ბილბაო” (3-2), “გრანადა” (4-0), “ელჩე” (2-0), “ბეტისი” (3-2), “სევილია” (2-0), “ოსასუნა” (2-0) და “სოსიედადი” (6-1). ბურთების შეფარდება – 26-5.

ბოლოს, ასეთი შედეგი გუნდს 2009 წელს ჰქონდა. რეკორდის მოხსნამდე კუმანის გუნდს კიდევ 4 მატჩის მოგება სჭირდება. 2010 წლის მაისიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში, პეპ გვარდიოლას “ბარსამ” გამარჯვების მოპოვება ლა ლიგის ზედიზედ 12 საგარეო შეხვედრაში შეძლო.

სეზონის დასრულებამდე, “ბლაუგრანას” სტუმრობა შემდეგ გუნდებთან უწევს: “რეალი”, “ვილიარეალი”, “ვალენსია”, “ლევანტე”, “ეიბარი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 08:49
    #13

    დაამრგვალეთ რა ბარემ და მერე გადაცდით კიდე

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 02:49
    #12

    მეათე გასვლით მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უნდა გავძუკნოთ.

  • ბასქუ10
    schedule 23 მარ 2021, 00:40
    #11

    ისე კარგად მივდივარტ ჯერჯერობიტ რომ წესით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ უნდა დასრულდეს სეზონის ბოლოს

  • Always cule
    schedule 22 მარ 2021, 23:42
    #10

    დანარჩენი გასვლებიც უნდა მოვიგოთ

  • me da barca
    schedule 22 მარ 2021, 17:56
    #9

    9 გასვლითი მოგება კარგია, მაგრამ მეათე დაგვხატავდა, თან ვისთან და თან მესის უყვარს ათიანი.

  • BEQA BARCA
    schedule 22 მარ 2021, 15:58
    #8

    ციტატა: DE PE FA
    1-6 არაფერია ბუსის პასთან🙃მარტო მაგიტო ღირდა გუშინდელი თამაშის ყურება🙃


    მართლაც უზუსტესი და ბრწყინვალე პადი იყო💜❤

  • nika 54
    schedule 22 მარ 2021, 15:10
    #7

    მთავარია რეალთან არ წავაგოთ, ატლეტიკო კი 6 ქულას აუცილებლად დაკარგავს. გუშინ რო ალავესს პენალტი არ გაემაზა უკვე ორი ქულა იქნებოდა სხვაობა.

  • El pistolero 9
    schedule 22 მარ 2021, 15:10
    #6

    DE PE FA,
    გენიალური,ფენომენალური პასი იყო

  • DE PE FA
    schedule 22 მარ 2021, 15:05
    #5

    1-6 არაფერია ბუსის პასთან🙃მარტო მაგიტო ღირდა გუშინდელი თამაშის ყურება🙃

  • Diana
    schedule 22 მარ 2021, 13:53
    #4

    არცერთი ქულა არ უნდა დავკარგოთ

  • Gaucho86
    schedule 22 მარ 2021, 13:50
    #3

    აშკარად კარგი ახალგაზრდები გვყავს,საოცარი ბრძოლისუნარიანობით,შრომისმოყვარეობით და მოედნის კარგი ხედვით.თან სივრცეებსაც კარგად ითვისებენ,როგორც შეტევისას,ასევე პრესინგის დროს.ამას დამატებული ხასიათზე მოსული მესი და ელეგანტურობის მამა ბუსკეტსი.შეიძლება მომავლის იმედის ქონა heart_eyes

  • riva
    schedule 22 მარ 2021, 13:22
    #2

    არ გვინდა რეკორდებზე ფიქრი. ყველა მატჩს ფინალივით უნდა მიუდგნენ.

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2021, 13:21
    #1

    რეალი ვილიარეალი ვალენსია ეს გასვლები უნდა მოვიგოთ