მესი-გრიზმანის დუეტი ლა ლიგაში, შედეგიანობის მხრივ, საუკეთესოა

მესი-გრიზმანის დუეტი ლა ლიგაში, შედეგიანობის მხრივ, საუკეთესოა

კატალონიის “ბარსელონას” შემტევები, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი ლა ლიგის საუკეთესო შემტევ დუეტად ჩამოყალიბდნენ. 

არგენტინელი და ფრანგი არა მხოლოდ გოლების საერთო რაოდენობით (28), არამედ საგოლე გადაცემების საერთო რაოდენობითაც (15) უპირობო ლიდერები არიან. 

“ბლაუგრანელებს” “ატლეტიკოს” შემტევების, ლუის სუარესისა და მარკოს ლორენტეს დუეტი მოჰყვება – 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

მესამე პოზიციას მიკელ ოიარსაბალი და ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი) იკავებენ – 22 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული შედეგის უდიდესი ნაწილი ლეო მესის კისერზეა – მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით 21 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა, ანტუან გრიზმანზე კი 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოდის.

არგენტინელი შემტევი პიჩიჩის ჯილდოსათვის ბრძოლაშიც ლიდერია. მისი უახლოესი მდევარი, 18 გოლით, ლუის სუარესია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 22 მარ 2021, 18:23
    #11

    ეხლა ვუყურებდი გამეორებით თამაშს და დესტის მეორე გოლზე: გოოოლ იყვირა კომენტატორმა, მერე დააკვირდა და იძახის: "да это же Дест, он просто Бест!!!!"

  • El pistolero 9
    schedule 22 მარ 2021, 02:05
    #10

    კოპასაც თუ დავამატებთ ბევრად გაიზრდება გრიზმანის შედეგიანობა

  • me da barca
    schedule 21 მარ 2021, 23:48
    #9

    რა დუეტი, რის დუეტი. გრიზმანის დუეტობა არ გაიშვას. მესი მიათრევს მასაც. ვისაც მოგწონთ გრიზმანის დონე ბარსაში, ეტყობა სხვა რამეს უყურებთ და მწვრთნელების გამოცვლით ნუ აპრავებთ მის მაზილაობას, მწვრთნელი სხვებისთვისაც შეიცვალა.

  • M10 S9 D11
    schedule 21 მარ 2021, 22:02
    #8

    დუეტიო თქვენთანაც წერია?

  • Diana
    schedule 21 მარ 2021, 20:10
    #7

    მეტიც შუძლია გრიზმანს

  • BEQA BARCA
    schedule 21 მარ 2021, 19:32
    #6

    21 მესიზეა და რაღა გრიზოს 7 გოლი…

  • Always cule
    schedule 21 მარ 2021, 19:19
    #5

    არ მეგონა

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 19:00
    #4

    მესის და ალბას დუეტი უფრო პროდუქტიულია მგონი

  • antonio
    schedule 21 მარ 2021, 18:55
    #3

    ნეტა მესი და ძელი ან ხარიხა მერამდენეზე არიან ეჭვი მაქვს სამეულში მაინც მოხვდებიან :დ

  • saba17
    schedule 21 მარ 2021, 18:48
    #2

    რას ფიქრობთ რა იქნება მაქსიმუმი საქართველოსთვის მსოფლიოს შესარჩევში?ჩემი აზრით თუ რაიმეს გაკეთება გვინდა ამ სამ თამაშში 5 ქულა მინიმუმ უნდა ავიღოთ,მაქსიმუმი კიდევ მესამე ადგილი მგონია

  • ნოე
    schedule 21 მარ 2021, 18:47
    #1

    მესი-გრიზმანის დუეტი – აბსურდული სიტყვათა შეთანხმება