workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: როცა “რეალის” ლოგოს შევხედე, ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო

პედრი: როცა “რეალის” ლოგოს შევხედე, ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო

RAC1-თან ინტერვიუში “ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა, პედრიმ, ის დრო გაიხსენა, როცა ჯერ კიდევ “ლას პალმასის” აკადემიის წევრი იყო და მადრიდის “რეალმა” ესპანეთის დედაქალაქში სინჯებზე მიიწვია. 

როგორც ცნობილია, პედრი ბავშვობიდანვე “ბარსას” დიდი გულშემატკივარია და მისი ოცნება ყოველთვის “რეალის” ყველაზე პრინციპული მეტოქის რიგებში თამაში იყო. 

მადლობას ვუხდი იმ ადამიანს, ვინც “რეალში” გამომცადა და ჩემს დატოვებაზე უარი თქვა. 
როცა მადრიდში ვიყავი, ლოგოს შევხედე და ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. გამიმართლა, რომ საბოლოოდ იმ გუნდში მოვხვდი, რომელში თამაშიც ყოველთვის მინდოდა. 

– განაცხადა პედრიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • FC BARCELONA
    schedule 21 მარ 2021, 22:15

    El pistolero 9,
    უკვე დაწერა

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 11:13

    ძალიან გაგვიმართლა რომ პედრი ბარსაში მოხვდა❤️💪

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2021, 19:15

    სულით კულე ❤️❤️

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 19:14

    სანამ რეალში რამოსი და ბენზემაა, იქ ახალგაზრდებს არ გაუმართლებთ. ბენზემა ვიცით თავისი შვილის გამო გადაეკიდა ვიღაცას და მოიცილა, რამოსმა კი ვარჯიშზე მორტყმული ბურთი არ აპატია ახალგაზრდა იალარამენდის. ვიდეოც იყო როგორ ეჩხუბებოდა და ესროდა ბურთს. მესი მე მგონი ესეთ რამეს არასდროს იკადრებს.

  • me da barca
    schedule 20 მარ 2021, 18:18

    ეშმაკის ლოგოა რასაც მაშინ შეხედე და იმიტომ იგრძენი, რაც იგრძენი.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 20 მარ 2021, 17:16

    ციტატა: Don_Andresito
    კუბო რო დასამარდება


    smile კარგი იყოო smile smile

  • El pistolero 9
    schedule 20 მარ 2021, 16:12

    ბარსაში ისტორია უნდა დაწეროს პედრიტომ❤❤

  • Always cule
    schedule 20 მარ 2021, 14:38

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Always cule
    კიდე კაი რეალმა არ დაიტოვა


    აბაა თორე გუნდმა რომელმაც ისკო ხამესი ოდეგორი სებალიოსი დააფუჭა ამას არც შეიმჩნევდა. ზიდანი საერთოდ არ აფასებს კრეატივს, 3 კაზემირო ურჩევნია ერთად. რეალს რო დაეტოვებინა იქნებოდა ეხლა კასტილიადი ან ხეტაფეში გაიჯარებული. კუბოც რო დასამარდება წინასწარ მიხარია. დაბრუნებულიყო ბარსაში და უკვე პირველი გუნდის წევრი იქნებოდა. ოდეგორი კიდე არსენალში იჯარით კი არა ბარსას ძირითადის კაცი იქნებოდა.

    კი, ახლა იქნებოდა რეალის 19 წლამდელებში ან მალიორკაში იჯარით. ვინც ფულის გამო ან ისე ბარსას რეალი არჩია(ახალგაზრდებს ვგულისხმობ) დადიან ახლა აქეთ-იქით იჯარით და ღირსებიც არიან.

  • Don_Andresito
    schedule 20 მარ 2021, 14:32

    ციტატა: Always cule
    კიდე კაი რეალმა არ დაიტოვა


    აბაა თორე გუნდმა რომელმაც ისკო ხამესი ოდეგორი სებალიოსი დააფუჭა ამას არც შეიმჩნევდა. ზიდანი საერთოდ არ აფასებს კრეატივს, 3 კაზემირო ურჩევნია ერთად. რეალს რო დაეტოვებინა იქნებოდა ეხლა კასტილიადი ან ხეტაფეში გაიჯარებული. კუბოც რო დასამარდება წინასწარ მიხარია. დაბრუნებულიყო ბარსაში და უკვე პირველი გუნდის წევრი იქნებოდა. ოდეგორი კიდე არსენალში იჯარით კი არა ბარსას ძირითადის კაცი იქნებოდა.

  • Diana
    schedule 20 მარ 2021, 14:17

    რადგან შენი სახლი ბარსაა barca-1

  • Always cule
    schedule 20 მარ 2021, 14:16

    კიდე კაი რეალმა არ დაიტოვა

  • Anano_Ch
    schedule 20 მარ 2021, 13:55

    დააკვირდით, ის ფეხბურთელები რომლებიც მთელი სულით და გულით კულეები არიან ყოველთვის ამართლებენ აი ყოველთვის