workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხრისტო სტოიჩკოვი: იოჰან კრუიფი ჰოლანდის ნაცვლად მბაპეს შეიძენდა

ხრისტო სტოიჩკოვი: იოჰან კრუიფი ჰოლანდის ნაცვლად მბაპეს შეიძენდა

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, ერთმანეთს კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი შეადარა, რომელთაგან ერთ-ერთი კატალონიური კლუბის სატრანსფერო სამიზნეა. 

ვფიქრობ, “ბარსელონას” ახლანდელ სისტემაში ჰოლანდი უფრო ეფექტური იქნება, თუმცა მწვრთნელი რომ იოჰან კრუიფი იყოს, დარწმუნებით გეტყვით, რომ პირველ რიგში მბაპეს შეიძენდა. 
ის ცხრიანის გარეშე ითამაშებდა, შეტევის ორგანიზატორები კი დემბელე, მბაპე და მესი იქნებოდნენ. 
ორი ან სამი ტრანსფერით ეს გუნდი ძალიან ძლიერი გახდება. ჰოლანდის ან მბაპეს გარდა დავიდ ალაბას შევიძენდი, რადგან ის სამ პოზიციაზე თამაშობს და თავის მოვალეობას ყველგან შესანიშნავად ასრულებს. 

– ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Goal. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 11:12
    #12

    მე პირადად მბაპე ბევრად მირჩევნია ჰალანდს, მაგრამ მბაპეს რეალისკენ მიუწევს გული და ამიტომ არ მინდა ბარსაში მისი ხილვა, შეიძლება მერე ბარსადან რეალში წავიდეს და ეს რადონეზე გვატკენს გულს, ჰოლანდი კიდე შეიძლება მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მეეჭვება მისი მოყვანა, ალაბაზე უნდა გადაერთონ და დაცვის პრობლემა მოაგვარონ, შეტევაში კი დეპაი უნდა დაიმატონ

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 19:16
    #11

    ტყუილად ვნერვიულობთ, არცერთის მომყვანი არაა ბარსა.

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2021, 19:13
    #10

    მბაპეს კუ ნინძა დედა მივაცენზურე ჰალანდი დაიდოს

  • me da barca
    schedule 20 მარ 2021, 17:50
    #9

    შევიძენდი კაია, არაა ფული ძმაო. ერთი მანქანა მევასება და მინდა, მაგრამ 100 000 ევრო ღირს და ვერ ვყიდულობ. ასეა ბარსას საქმეც, უნდა მაგრამ ძვირია და ვერ ყიდულობს.

  • yellow
    schedule 20 მარ 2021, 17:12
    #8

    მბაპე არ უნდა იყიდოს ბარსამ.. ის მადრიდისტაა და ბარსადან რეალში გადავა. ყველა ის ადამიანი ვინც ბარსას მბაპეს ურჩევს ბარსას მტერია.

  • El pistolero 9
    schedule 20 მარ 2021, 16:12
    #7

    ჰალანდი,ალაბა და დეპაი თუ მოვიდნენ ლიგაზე ერთ-ერთი უდავო ფავორიტი იქნება ბარსა

  • Always cule
    schedule 20 მარ 2021, 14:15
    #6

    მე ჰოლანდი მირჩევნია, თან მბაპე რეალში წავა უდიდესი ალბათობით

  • becool
    schedule 20 მარ 2021, 14:12
    #5

    რათქმაუნდა მბაპეს მოყვანა ჯობია ყველას.
    მესიდან დაწყებული წაიყვანონ ვინც უნდათ(ფატის ჩათვლით), ოღონდ ეს მოვიდეს.
    1-2 წელში აღარ მგონია მბაპეს კონკურენცია გაუწიოს ვინმემ მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში.

  • El Guaje
    schedule 20 მარ 2021, 13:35
    #4

    ჩემი აზრით ვერცერთს ვერ ვიყიდით.

  • forca barcA
    schedule 20 მარ 2021, 13:09
    #3

    მე ჰალანდი მირჩევნია

  • Diana
    schedule 20 მარ 2021, 13:09
    #2

    შანსი არ გვაქვს რეალი რამდენი ხანია მბამპეს დასდევს , თანხის მხრივაც მეტი შანსი ჰაალანდთან გვაქვს

  • Anano_Ch
    schedule 20 მარ 2021, 13:04
    #1

    ნამდვილად, რამდენიმე კარგი ტრანსფერი და უძლიერესი გუნდი დაიდება იეთი პროგრესი გვაქვს