ყველაზე ძვირადღირებული 19-წლამდელები “ბარსას” შემადგენლობაში

ყველაზე ძვირადღირებული 19-წლამდელები “ბარსას” შემადგენლობაში

Transfermarkt.com-მა ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და შედეგად “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებული 19-წლამდე ფეხბურთელები ჰყავს.

ანსუ ფატი და პედრი აღნიშნულ რეიტინგს ლიდერობენ. ფატის ღირებულება 80 მილიონი ევროა, ხოლო პედრისი კი 70 მილიონი.

მათ შემდეგ მესამე პოზიციას ედუარდო კამავინგა და ბუკაიო საკა ინაწილებენ. ორივე მათგანის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა. 

ტრავმის მიღებამდე წინა მონაცემებით, ფატის წინა იმავე თანხად აფასებდნენ. რომ არა რამდენიმე თვიანი პაუზა, დიდი ალბათობით, მის გრაფაში სამციფრა ნიშნულს ვიხილავდით. 

პედრის შემთხვევაში კი ფეხბურთელს 5 იანვრის შემდეგ 30-მილიონიანი პროგრესი აქვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • ბასქუ10
    21 მარ 2021, 11:08

    ძალიან მაგარი ახალგაზრდები ჰყავს ბარსას და ამ ბიჭებს მოფრთხილება და სწორად გამოყენება სჭირდება

  • nika 54
    20 მარ 2021, 19:22

    იმედია არ დახარბდებიან და არ გაყიდიან ბარსას მომავალს. კაი დროს წაეთრა ის აჩკარიკა.

  • Maradona
    20 მარ 2021, 11:39

    ტიპებს ხელები ისე აქვთ აფარებული რო ეტყობათ ჯერ ძალიან უფრთხილდებიან იმ ადგილს. ისე ძალიან მაგარი ახალგაზრდები გვყავს ეს ორი განსაკუთრებით და ჰალანდის მოყვანო მე მგონია რო ფატის დაჩრდილავს მაინც ფორვარდია გოლზე დაგეშილი მაღალი სწრაფი რავი თუ კარგად აუწყეს ერთმანეთს ხო კარგი და არ მინდა რო ჰოლანდის გამო ეს კაცი დავკარგოთ. შეიძლება ვცდები და პირიქით ორი ძალიან მაგარი კლასის შემტევი გვყავდეს ერთდროულად. მარა ჯერ სააჩალიჩოა ჰოლანდზე.

  • El pistolero 9
    20 მარ 2021, 10:30

    ამიტომაა მაგარი გრანდში თამაში.ჩვენ ოქროს ბიჭებს არ ვაკნინებ მაგრამ სულ რომ არაფერს წარმოადგენდე და გრანდში საშუალო დონეზე რამდენიმე მატჩი ითამაშო,თუ არაფერს გააფუჭებ უკვე მილიონები ღირხარ.ინგლისში ხო საერთოდ.დიდ ექვსეულში თუ თამაშობ ეს უკვე ძალიან ძალიან დიდი პიარია.

  • BEQA BARCA
    20 მარ 2021, 09:17

    ეს წელი ჩაიწერება ისტორიაში როგორც თაობათა ცვლის წელი❤💜 ამდენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს💜❤ ფატუშ მალე დაბრუნდიიი❤💜

  • Diana
    20 მარ 2021, 07:58

    ბარსას მომავალი ♥

  • me da barca
    20 მარ 2021, 03:17

    მინგესას ფასიც გაიზარდა, 200 000 ღირდა და 10 მილიონი გახდა

  • NEYBarca
    20 მარ 2021, 01:59

    ციტატა: Griezzy7
    ბიჭებო ეხლა ვნახე ნიკო გონსალესის თამაში და ძაან დამევასა, პატარა ბუსკეცია უფრო შემტევითი ფუნქციებით. heart_eyes

    ბალდე ნიკო კოლიადო და დელაფუენტე პირველ გუნდში შემდეგი სეზონიდან!!!!!!! blush


    მე ფრენკის ვამსგავსებ , უკეთესი შემტევითი თვისებებით. ნიკოს შარშანის მერე ვაკვირდები ,მისი ახალგაზრედული ლიგის დორტმუნდთან თამაშის მერე და ვიძახი რო უკვე 19 წლისაა და დასაწინაურებელია სასწრაფოდ, თორემ აქვსო უკვე შემოთავაზებები გრანდებიდან. კუმანიც მაგიტომ დაფაცურდა და დაიწერა რო აკვირდება რადგან არ ღირს მსგავსი ტალანტის განიავება და უფასოდ ან თუნდაც იაფად სადმე წავიდეს და შემდგომში სანანებელი გაუხდეს კლუბს.

  • Always cule
    20 მარ 2021, 01:21

    100 მილიონსაც ასცდენოდნენ სულ მალე

  • NEYBarca
    20 მარ 2021, 00:16

    არაუხოს 5 მილ მიუმატეს და 25 ღირს , არადა პრემიერ ლიგაში, ბუნდესლიგაში ან თუნდაც ლიგა ერთში რო ეთამაშა 50-70 მილიონი ეღირებოდა.