CAT Radio-სთან ინტერვიუში “ბარსას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ოსკარ მინგესამ, მის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა “უესკასთან” მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
“ჩემი ამბავი ასეთია. ვთამაშობდი ბ გუნდში და მოვიაზრებდი, რომ სათამაშო დროის მისაღებად იჯარით “მალაგაში” წასვლა უმჯობესი იქნებოდა.”
“როდესაც ახალგაზრდა ხარ, უპირველასად სწორედ სათამაშო დროს ითხოვ. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჩემი ისტორიის სხვა ფეხბურთელებთან შედარება ნამდვილად არ მომწონდა.”
“მიუხედავად ამისა, როდესაც პუიოლის მსგავს ადამიანს გადარებენ, უდიდესი პატივია. იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა მან კლუბისათვის, როგორი ადამიანი და კაპიტანი იყო. მის შესახებ მე ყველა დიდი სიამაყით მიყვებოდა.”
ოსკარ მინგესას კონტრაქტს ვადა 31 მაისს ეწურება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონა” 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს.



იმედია პუიოლის გზას გაივლი, რაც მთავარია ავტორიტეტების არ ეშინია.
მოკლედ კარგი მცველია,კიდევ უფრო განვითარდება და ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ბარსელონას სასტარტოში
შანსი გამოიყენა,რაც ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე მიუთითებს(მცველოსთვის მისწრებაა..)
ისიც ფაქტია რომ პროგრესი აშკარაა
დანარჩენი მასზეა დამოკიდებული
ესე თუ გააგრძელა პუი არვიცი მაგრამ
საჭირო კაცი იქნება
ნეტა პუიოლის ნახევარი მაინც დადო კარიერის ბოლოს
უკეთესი კი არა რაც პუის ვაგინებდი ხოლმე…
me da barca,
ხო მარა ესეც კარგად განვითარდა ამ დროში.ძირითადის უცვლელი წევრია 3-4-3 ტაქტიკაში
ისე ბედი თუ ვინმეს ქონია, ამას ქონია. მცველების ტრავმებმა ამის წისქვილზე დაასხა წყალი და დაეცა ჯოკერი.
ძალიან დიდი მომავალი აქვს ამასაც და იმედია ჩვენ იმედებს გაამართლებს, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ძირითადის უცვლელი წევრი იყოს
ისე ამას მაგრად გაუმართლა, ბარსა ბ-ში მესამე მცველი იყო და ახლა პირველ გუნდში აწინაურებენ
ამას უფრო რამოსივით თვისებები უყალიბდება. ვნახოთ რა იქნება იმედია პუიოლის ნახევარს მაინც ითამაშებს 💜❤
ჯერ რა დროს პუიოლია, პუი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა და უკონკურენტო კაპიტანი იყო. მაგის ნახევარიც რომ დადოს კარგი შედეგი იქნება.
პუიოლი იყო და არის ლეგენდა. პუიოლის 20% მაინც რო დადოს მოედანზე მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ეგეც კი დიდ ფეხბურთელად აქცევს))
გავა წლები და… ეს სეზონი ერთ-ერთ მთავარ სეზონად გაგვახსენდება. ამდენი ახალგაზრდა ბოლოს როდის დაწინაურდა ლა მასიადან? კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი კლუბი ნელ-ნელა აზრზე მოდის
ჯერჯერობით დიდ ვერაფერ იმედებს იძლევა, მარა ამის ასაკში თვითონ პუიოლიც რომ არაფრით იყო ამაზე უკეთესი, ეგ უკვე იმედია :))
აქვს პოტენციალი ნამდვილად
მთავარია დრენტედ არ გადასხვაფერდეს. კარგი ახალგაზრდაა დღესდღეობით!