ინტერვიუ ჟორდი ალბასთან: ლაპორტას გამარჯვება გუნდმა კარგად მიიღო

ინტერვიუ ჟორდი ალბასთან: ლაპორტას გამარჯვება გუნდმა კარგად მიიღო

Sport-მა “ბარსელონას” ესპანელ ფეხბურთელთან, ჟორდი ალბასთან, ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან გუნდისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

ალბამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვება შეაფასა. აგრეთვე, მესისა და კუმანის შესაძლო დარჩენის შესახებ ისაუბრა.

ლაპორტა

მიხარია, რომ ჟოანი ჩვენთანაა, მან ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს. მისი დაბრუნების ამბავი გუნდმა კარგად მიიღო.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის მოვალეობას წარმატებით შეასრულებს. იგი არის ადამიანი, რომელსაც, გაკეთებული საქმისა და მისი პიროვნების გამო, ყველა პატივს სცემს.

მესი

იმედი მაქვს, რომ ლეო ჩვენთან დარჩება. იგი უნიკალური ფეხბურთელია, მსოფლიოში საუკეთესო და მინდა, რომ დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მის სურვილს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ლეოს “ბარსა” უყვარს და აქ ბედნიერია, ეს ყველასთვის ნათელია.

მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

კუმანი

მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, იგი კლუბის ლეგენდა და მწვრთნელია, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს პირისპირ ესაუბრება, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

იგი კლუბში ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს. ფეხბურთელები მის გეგმას კარგად ვეწყობით. მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, თუმცა, ნათელია, რომ კლუბისთვისაც და, პირადად, ჩემთვისაც, იგი კარგ საქმეს აკეთებს.

სეზონი

ბოლო პერიოდში ძალიან მოვუმატეთ. თასის ფინალში გავედით და ლა ლიგისთვისაც ვიბრძვით. ლიდერთან სხვაობა დიდი იყო, თუმცა თამაშები მოვიგეთ და ახლა ძალიან ახლოს ვართ, თუმცა წინ რთული შეხვედრები გველის. დუბლის მოგება? გამორიცხული არაფერია.

3-5-2

ეს სისტემა ჩემს თვისებებს კარგად ერგება. როგორი სქემითაც არ უნდა ვთამაშობდეთ, ბურთის კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია.

პედრი

ამ ბავშვმა იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს “ბარსაში”. შესანიშნავი ფეხბურთელია, განსხვავებული, გუნდს კარგად მოერგო, თავმდაბალი და კარგი მოსწავლეა.

ვფიქრობ, ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა, იგი კვლავ ძალიან ახალგაზრდაა და არ უნდა ავჩქარდეთ, მაგრამ მისი თამაში დაგვეხმარება.

მბაპე თუ ჰოლანდი

ორივე ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, უკვე უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ.

ალბასა და “ბარსელონას” მომდევნო მატჩი 21 მარტს, “ანოეტაზე”, “სოსიედადის” წინააღმდეგ, ელით.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • ბასქუ10
    19 მარ 2021, 22:19

    ხო კუმანი მართლაც იმსახურებს მომავალ სეზონს მიუხედავად იმისა მოიგებს თუარა ტიტულს რადგან ბევრი რამე შეცვალა კლუბში და დაგვანახა პროგრესი

  • Always cule
    19 მარ 2021, 20:21

    დუბლი დაიდოს სეზონის ბოლოს

  • M.MN10
    19 მარ 2021, 16:36

    CHEPE,
    აპ ბეტისთან

  • nika 54
    19 მარ 2021, 14:50

    მბაპე თუ ჰოლანდი, უნდა ეთქვა მოიყვათ ორივე, ტრიპლეტებს დავყრითო.

  • Diana
    19 მარ 2021, 12:57

    El pistolero 9,
    კარგი დღე ყოფილა 😊😊😊

  • me da barca
    19 მარ 2021, 12:25

    ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ეს სეზონი უტიტულოდ არ დამთავრდეს, სრულიად შესაძლებელია დუბლიც დაიდოს, 1 თამაშის გარდა ყველა ლა ლიგის თამაშებია, 11 ლა ლიგის ფინალი + 1 კოპას ფინალი.

  • El pistolero 9
    19 მარ 2021, 12:12

    Diana,
    ფატის დებიუტი იყო ჩემს დაბადების დღეზე ბეტისთან

  • Diana
    19 მარ 2021, 12:04

    დაბადების დღე თქვენი ყურებით უნდა დავიწყო და ამიმაღლეთ განწყობა 😂😂😂