“ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, “სევილიას” ვინგერის, ბრაიან ხილის თამაში ხიბლავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით Cuatro ავრცელებს.
20 წლის ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის აღზრდილია, მიმდინარე სეზონს კი “ეიბარში” ატარებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხილს “ბარსას” უკავშირებენ – ახალგაზრდა ვინგერის “ბლაუგრანაში” გადასვლაზე საუბარი ერთი თვის წინაც მიდიოდა, თუმცა მაშინ კლუბს მხოლოდ დროებითი ხელმძღვანელი ჰყავდა, ამჯერად კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ლაპორტაზეა დამოკიდებული.
ბრაიან ხილის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში “ეიბართან” ერთად 12 მატჩი და 2 გოლია. ის “სევილიას” პირველი გუნდის წევრი 2019 წლიდანაა, 2020-ის პირველ ნახევარში კი “ლეგანესში” იყო განათხოვრებული.

ერთი თვის წინ რა ლაპარაკი მიდიოდა, სატრანფერო ფანჯარა იყო გახსნილი თუ ისე ერთობოდნენ ჭორაობით.
წარმომიდგენია რამდენი ჭორი იწერება. ვიღაცასთვის ეს არის რეკლამა, რომ არსებობს ესეთი ფეხბურთელი სადღაც.
როგრც ჩანს მართლა კარგი ახალგაზრდაა თორე ამდენ კლუბებს არ დაუკავშირებდნენ
უნდა ვუყურო ეიბარის რამდენიმე თამაშს.ისე სათამაშო დრო კი ეძლევა ხოშიანად და ვნახავ ერთი რა ბიჭია.ზოგადად ასეთი ტრანსფერების მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ როცა შეიძლება ბარსა ბ-დან იგივე პროდუქტი მიიღო მაგრამ უფასოდ
ჯერ ვინცაა გასაყიდი გაყიდეთ და დაცვა გააძლიერეთ
მაგრად მაინტერესებს ვინაა ეს ხილი ამდენი რო იწერება
მოკლედ ეხლა ხილიც მოუნდათ… ამ ეტაპზე ჯერ ზეიკიძის კალბასები გაგეყიდა ჯობია .. და რამე ასორტზე გეფიქრა ..
წავიდა ჭორები ზაფხულამდე რა მოითმენს. რამდენ სისულელეს წავიკითხავ ეხლა კაცმა არიცის
რა ბრაიან ხილი კაცი ჰალნდებს და აგუეროებს დასდევს რა ბრაიან ხილი
აუ ზაფხულამდე რამდენი დროა რა აიტანს ამდენ სისულელეებს
არ გვჭირდება ეს არაფრად
#ლაპორტააუთ :დ
ისეთი კი სტატისიკა აქ ….