workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტი ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი პსჟ-სთან

უმტიტი ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი პსჟ-სთან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას “ბარსელონა” ახალი პრეზიდენტით, მინიმალური შანსით და დიდი შემართებით ხვდება. 

ლა ლიგაში ლიდერ “ატლეტიკოსთან” სხვაობის შემცირებით და ზედიზედ 15-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით “ბლაუგრანაში” იდეალური განწყობაა შექმნილი.

კატალონილების მთავარი დანაკლისი რონალდ არაუხო იქნება. რასაკვირველია, კვლავ ვერ ითამაშებენ დიდი ხნით ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელებიც.

რონალდ კუმანი “პარკ დე პრენსზე” გასამართ მატჩს ოპტიმისტურად ხვდება. ქვემოთ სამ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელთაგან ერთ-ერთიც, შესაძლოა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “პსჟ-სთან” გამოიყენოს.

ვარიანტი N1 | 3 ცენტრალური მცველი უკანა ხაზში

3-მცველიანი ტაქტიკა “ოსასუნასთან” და “სევილიასთან” მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა საკითხავი ის არის, თუ რამდენად იმუშავებს ეს პსჟ-სთან.

ამგვარი სქემით “ბარსელონა” დაცვაში უფრო მჭიდროდ და კომპაქტურად თამაშობს და კონტრ-იერიშებზეც მწვავედ გადასვლას ახერხებს.

ვარიანტი N2 | გრიზმანი და დემბელე ძირითადში

4-3-3 ფორმაციას “ბარსა” ყველაზე ხშირად იყენებს. ძირითად შემადგენლობაში გრიზმანისა და დემბელეს განწესება კი კატალონიელთა შეტევებს უფრო სახიფათოს გახდის.

ორივე მათგანს პოზიციის გაცვლა თავისუფლად შეუძლია, მესი კი ცენტრიდან იაქტიურებს.

ვარიანტი N3 | ბრეითუეიტი ცენტრალურ თავდამსხმელად

მარტინი “ბარსას” ძირითადი შემტევი არ ყოფილა, თუმცა მას ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი(3), ვიდრე ლა ლიგაში(2).

მისთვის შანსის მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა, დანიელმა ლეოზე გადართული მცველების ზურგს უკან არსებული სივრცე მარტივად გამოიყენოს და საკუთარი გუნდისთვის პროდუქტიულიც აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • El pistolero 9
    schedule 10 მარ 2021, 16:02

    ტერ შტეგენი
    მინგესა ბუსკეცი ლენგლე
    დესტი დეიონგი პედრი ალბა
    გრიზმანი
    მესი დემბელე

  • gecheche
    schedule 10 მარ 2021, 14:39

    კაროჩე რა სქემითაც ვითამაშეთ სრვილიასთან დღესაც ეგრე იქნება 3-1-4-2 ოღონდ ლენგლე მინგეზა უმტიტი იქნება დაცვაში ან შეიძლება დეიონგი დაწიოს და მორიბა ჩასვას ნახევარდაცვაში

  • nika 54
    schedule 10 მარ 2021, 14:01

    ციტატა: ბასქუ10
    გრიზმანის დაყენებას მირჩევნია ტრინკაუ იყოს სასტარტოში, ბევრად აქტიურია, ბევრად მაგარი დრიბლინგი აქვს და შეტევაში უფრო მეტს იაქტიურებს, რაც შეეხება უმტიტს ეგ უკვე სანაგვეზეა გადასაგდები


    გრიზმანს ვინ აღარ ჯობია გუნდში, საერთოდ აღარ ვითარდება კი არა და უკან უკან მიდის

    მე მგონი ბოლო თამაშში უმტიტი კარგი იყო, ნუ ლანგლეზზე ნაკლები მაინც არა.

  • LM10TheLegend
    schedule 10 მარ 2021, 13:30

    დემბელეს თუ სკამზე დატოვებს გრიზმანის გამო მაშინ კუმანს მწვრთნელი აღარ ერქმევა

    არ ვიცი რომელი ჯობია მაგრამ მთავარია ცენტრის გაკონტროლება და ვერც ვხვდები რატომ ვერ უნდა შევლოთ ეს, ბარსას მგონი ყველაზე კრეატიული, პერსპექტიული და საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავს მსოფლიოში.

  • ბასქუ10
    schedule 10 მარ 2021, 12:10

    გრიზმანის დაყენებას მირჩევნია ტრინკაუ იყოს სასტარტოში, ბევრად აქტიურია, ბევრად მაგარი დრიბლინგი აქვს და შეტევაში უფრო მეტს იაქტიურებს, რაც შეეხება უმტიტს ეგ უკვე სანაგვეზეა გადასაგდები

  • Pirat❤️💙
    schedule 10 მარ 2021, 10:11

    1 ვარიანტი ჯობია მაგრამ უმტიტის ნაცვალდ ბუსკეტსი უნდა დადგეს დაცვაში

  • Don_Andresito
    schedule 10 მარ 2021, 09:14

    არ გვინდა ეს უმტიტი რა დამიჯერეთ დაგვაქცევს. 3ქაჯი მცველი ერთად თან პსჟ სთან სისულელეა. სულ ისე მოიგონებენ გოლებს ჩვენ კარში. მაინც ამოგვტენიან და სულ შერცხვენას ჯობს ჩვენც ვუტიოთ და ვუტანოთ. მოკვდება ეს კაცი დემბელე ტრინკაო ერთად რო დააყენოს ფლანგებზე? თითო კაცს გაიყოლებდნენ ფლანგზე და მესის სივრცე ექნებოდა. 1-1 ზეც ნებისმიერ მცველს დაჩაგრავდნენ. ფრენკი დაიწევდა ხოლმე მე-5 მცველად როცა შეგვიტევდნენ. ისე საყრდენად იდგებოდა. მარცხნიდავ უფრო ეფექტურია დემბელე. მარჯვნივ ტრინკაო. ვიცი ესე არ ითამაშებს და წინასწარ ნერვები მეშლება

  • BEQA BARCA
    schedule 10 მარ 2021, 09:04

    პირველი ოღონდ გრიზმანი კი არა დემბელე რომ გაიქცეს!!

  • Always cule
    schedule 10 მარ 2021, 09:00

    პირველი ვარიანტი, ოღონდ გრიზმანის ნაცვლად დემბელე

  • me da barca
    schedule 10 მარ 2021, 03:01

    გრიზმანი არის შეშა. ხვალ თუ გრიზმანი დააყენა ჩათვალეთ, რომ 10 კაცით ვთამაშობთ.
    ადრე ახლობელს ყავდა მონადირე ძაღლი და ყნოსვა დაკარგა. ერთხელაც წაიყვანა მწყერზე და უაზროდ დარბოდა წინ და უკან, ზუსტად ესეა გრიზმანიც, დარბის უაზროდ და ანიავებს საგოლე მომენტებს.

    ციტატა: ROUCH
    პირეველი და წინ მესი დემბელე, რადგან გრიზმანი იგივე სქემაში ვერ იყო კაი ვერ უსხლტებოდა ოსასუნმას მცველებს მესის ბევრი მცდელობა გაუფუჭა, დემბელეც კი ვიცი რო ყვ*რია მარა სისწრაფე მაინც აქ, გაუგორებს მესი მცველებს წინ და გაეკიდებ რა ეგეც ბურთს დასწრებაზე იჩალიჩებს


    არ მეგონა თუ ვიტყოდი, რომ დემბელეს იმედი უფრო მაქვს, ვიდრე გრიზმანის, მაგრამ ასეა.

  • ROUCH
    schedule 10 მარ 2021, 02:55

    პირეველი და წინ მესი დემბელე, რადგან გრიზმანი იგივე სქემაში ვერ იყო კაი ვერ უსხლტებოდა ოსასუნმას მცველებს მესის ბევრი მცდელობა გაუფუჭა, დემბელეც კი ვიცი რო ყვ*რია მარა სისწრაფე მაინც აქ, გაუგორებს მესი მცველებს წინ და გაეკიდებ რა ეგეც ბურთს დასწრებაზე იჩალიჩებს

  • ferreira10
    schedule 10 მარ 2021, 02:54

    პეპე მართლა არანორმალურია ამ ასაკში ამ დონზე თამაში 120 წუთი თანაც კაცნაკლულ გუნდში რავი ძმაო სიტყვები ზედმეტია რესპექტ👌

  • M10 S9 D11
    schedule 10 მარ 2021, 02:53

    პირველი ვარიანტი ულაპარაკოდ მარა გრიზმანი სკამზე და დემბელე ძირითადში

  • AF10
    schedule 10 მარ 2021, 02:50

    პირველი კაია, მაგრამ გრიზმანის ნაცვლად დემბელე

  • Iniesta_8
    schedule 10 მარ 2021, 02:49

    მისტერ ჩალენჯერმა ჩემპიონთა ლიგის მეფემ დღეს საოცარი თამაში ჩაატარა და მარტომ გაიყვანა საცოდავი იუვე უძლეველ 10 კაციან პორტუსთან. ბრავო !
    პ.ს. პეპე ხოარ დავიმატოთ ხვალინდელი თამაშისთვის, 38 წლის კია მარა მთელ ჩვენ დაცვას ჯობია. მბაპეს თუვერ გააჩერებს ფეხს მაინც მოტეხავს.

  • Necromancer
    schedule 10 მარ 2021, 02:47

    პორტუსავით ვითამაშოთ