“პარკ დე პრენსზე” გადატანილი ძალიან მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ, ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 8 მარტს, “კამპ ნოუზე” გასამართი შეხვედრის პრევიუს ვწერდი.
4 წლის წინ “ბარსელონა” ფაქტობრივად გადაუჭრელი ამოცანის წინაშე იდგა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არ ახსოვდა ფაქტი, რომელიმე გუნდს 0:4 შემოეტრიალებინოს. ყველაფრის მიუხედავად, გუნდში უდიდესი რწმენა იყო და შეუძლებელია ასე არ ყოფილიყო მაშინ, როცა “ბლაუგრანას” სათავეში ქარიზმატული ლუის ენრიკე ედგა.
“თუ მათ შეძლეს და გაგვიტანეს 4 გოლი, მაშინ ჩვენც შეგვიძლია გავუტანოთ 6.
ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, მოსაგები კი – ძალიან ბევრი.
მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, ჯერ მხოლოდ დაპირისპირების ნახევარი ვითამაშეთ. 95 წუთში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, რაღაც მომენტში მაინც, ძალიან ახლოს ვიქნებით შემდეგი ეტაპის საგზურთან. და როცა მიზანთან ახლოს ხარ, თავდაჯერებულობა პიკს აღწევს, ამან კი, შესაძლოა, მეტოქის დაშლა გამოიწვიოს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ. თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, ეს პირველ რიგში “ბარსელონაა”, თავისი ფილოსოფიით და თამაშის კონტროლით.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მატჩი 95 წუთს გაგრძელდება, ვნახოთ.” – აცხადებდა ლუის ენრიკე იმ დიდი მატჩის წინ.
გუნდის თავდაჯერებულობა გულშემატკივრებზეც იდეალურად იყო ასახული. მაშინ, როდესაც იმ მატჩის პრევიუს დროს ბარსამანიას მომხმარებლებს დავუსვი კითხვა, შედეგი ასეთი იყო:

გაგიკვირდებათ და, “ბარსელონამ” იმ დღეს სასწაული შეძლო, ჩვენი გამოკითხული მომხმარებლების 87%-ის ვარაუდი (ან რწმენა) კი მართალი აღმოჩნდა.
მართალია, რომ დღეს “ბლაუგრანაში” რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა გუნდმა გენერალური რეპეტიცია “სევილიასთან” წარმატებით გაიარა, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდიც კი, რომელსაც ბრწყინვალე მშრალი სერია ჰქონდა, უძლური აღმოჩნდა კატალონიელთა ქამბექის სურვილის წინაშე.
“ბარსელონა” ახლაც ურთულესი ამოცანის წინაშეა, გუნდს აუცილებლად 4 გოლი აქვს გასატანი, ისე რომ მხოლოდ ერთის გაშვების უფლება აქვს, ვნახოთ როგორ განაწყობს რონალდ კუმანი თავის ფეხბურთელებს “პარკ დე პრენსზე” გასამართ მატჩამდე.
და აქვე ტრადიციული კითხვაც …




იმდენი იბლატავეს თუ ფეხბურთელებმა და თუ ფანებმა კარგი პასუხი იქნებოდა ქამბექი
ღმერთო ხვალ დავაქამბექოთ და რამდენ გაჭირვებულსაც ჩავუვლი იმდენ 1 ლარიანს მივცემ 🤝🏽🙏🏽🙏🏽💙❤💙❤
მეტოქე არასდროს არ უნდა აიგდო, ბევრი განცხადება მახსოვს ამბიციური და დამცინავი, მაგრამ ბარსა მუდამ ანადგურებდა მეტოქეს. მჯერა რო პარიზელებს თავიანთი აგდებული დამოკიდებულება ძვირად დაუჯდებათ. იმისაც ვხედავ რო წელს ქამბექები ნამეტანი კარგად გამოგვდის.
მთავარია მოედანზე გავიდეს ბარსელონა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მეტი ვიდრე კლუბი და ფეხბურთელები რომლებიც მოტივირებულნი იქნებიან! თუ პირველ ტაიმში 2 გოლს გავიტანთ, ფსიქოლოგიურად გატყდება პსჟ! მთავარია ცენტრში დომინირება და დანარჩენი თავისით წარიმართება… მჯერა და მწამს ქამბექის!
იმ შემთხვევაში თუ ვერ გავალთ შემდეგ ეტაპზე, მთავარია ღირსეულად ვითამაშოთ და ჩვენი ხასიათი ვაჩვენოთ მოედანზე!
ვისკა ბარსაა…. ვამოს ბარსა… ვისკა კატალონია…❤️💙
ვფიქრობ არის შანსი , მთავარია ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლონ 💙❤
ისე საინტერესო იქნება 4 წლის წინ რამდენი იყო პესიმისტურად განწყობილი და რამდენი ამბობდა რო შანსი არაა ქამბექისო.. შანსი ახლა იმაზე ნაკლებია ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ გვჯერა და გვინდა რო მებრძოლი გუნდი დავინახოთ
მაშინ ნეიმარი და სუარესი გვყავდა ეხლა გრიზმანი და დემბელე
….მე დიდ მადლობას გადავუხდი კუმანს თუ კოპას ფინალს მოვიგებთ და რეალი ჩვენს უკან იქნება ცხრილში (მხოლოდ მაგ შემთხვევაში დავტოვებდი კუმანს) ამ სეზონზე მეტს არაფერს ველი
ვისკა ბარსა ! ლაპორტსს რომ დაინახავენ უფო
როდიდი მოტივაცია ექნებათ !
კაცის გაგდებაზე უნდა იჩალიჩონ…
მაგრამ ნეი დაგვიმთავრებს ეგ ოხერი
ფორუმზე მეც ეგ მიწერია
ინიესტას ეს განცხადება არ ვიცოდი პირველად ვნახე საღოლ დონს საღოლ ლიჩოსაც და ნეის კარგი განცხადებები იყო👍👍👍
შანსი არ გვაქ სამწუხაროდ. ოცნება და სურვილი კი იცოცხლე. ღმერთო ოღონდ ეხლა ამ ბაყაყიჭამიებთან დაგვაქამბექებინე და მერე თუ გინდა ყველა და ყველაფერი წავაგოთ ამ სეზონში
არვიცი გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე მაგრამ ის ვიცი რომ მე პირადად იმედი მაქვს და 4-1ის შემდეგ შემიძლია თამაშს ისეთივე აზარტით ვუყურო როგორც მაშინ როდესაც ანგარიში 0-0-ია, აი ამიტომ მიყვარს ბარსელონა და ამიტომ ვარ მისი გულშემატკივარი. ეს გუნდი არასოდეს გიკარგავს გულშემატკივრობის მუღამს რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს.
სწრაფი გოლი და მეორე ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი კარგი იქნება, ფსიქოლოგიურად დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ და მეორე ტაიმში უკვე მაგრად უნდა მივაწვეთ
დაჯერებაზე მეტად უდიდესი სურვილის გამო დავწერე კი 😍💙❤️
ზუსტად მახსოვს წინა მატჩის საღამოს ორმა კაცმა ვთვქით მოედანზე დღეს ბარსა გადის თქო და რა დღეც მაყარეს მიხვდებით ალბათ 😁❤️
სიტუაცია ახლა გაცილებით სხვაა, და მიზეზებს არ მოვყვები, თუმცა ისევ პარიზელთა უთავმოყვარეობის დიდი იმედი მაქვს 😆💙❤️
პროსტა ალექს კოლადოს ჰაილაითები ჩართეთ და ხელმძღვანელობის უაზრო ტრანსფერზე დაფიქრდით ტრინკაუს სახით
დასაკარგი აღარაფერია,შევესიოთ და ბოლო მოვუღოთ.ვამმმმოოოოოსსს
მეგობრებო შეილება ვერ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და არც გაგიკვირდეთ რო გამოვეთიშოთ გათამაშეაბას მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ გასვლითი თამაში მაინც რო მოვიგოთ საკმარისია მოტივაციისთვის რომ წელს იქნებ ლალიგა და კოპა მოვიგოთ შემდეგ წელს კი ამბიციებით დავიწყოთ ლიგაზე ასპარეზობა
ძალიან მინდა რომ გავცდეთ მაგრამ თუ ვერ გავცდით არც ეგ იქნება კატასტროფა
გველის ხორცსაც დიდი წარმატებით აფასებენ.
«ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ რეალობასაც უნდა შევხედოთ, მაშინ გუნდში გვყავდნენ ინიესტა, რაკიტიჩი, პიკე, ნეიმარი, სუარესი
ეხლა გვყავს მინგესა, პედრი, დაბერებული ბუსკეთსი, გრიზმანი, დემბელე, ბრეითვეითი
მე იმედი მაქვს ისევ 4-0 არ წავაგებთ»
ნადვილად ასეა. მგონია არ არის ილუზიები საჭირო, მაგრამ სასწაულები ხდება ხოლმე ცხოვრებაში. მთავარია, რომ უფრო მეტად არ შევრცხვეთ და თუ მოვიგებთ თუნდაც 1:0, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ნაიმარი ისეთი მოწადინებულია ბარსასთან თამაშისათვის, რომ მგონია თავისი დის ცნობილი დაბადების დღეც კი ავიწყდება, რომრლიც მატჩის მეორე დღეს არის. რა უნდა რომ დაამტკიცოს? რომ ძალიან მაგარია? შეეძლო ძალიან მაგარი ყოფილიყო ბარსაში, მაგრამ გაყიდა ყველა და ყველაფერი და ეხლა ერთი ტექნიკური ბრაზილილი ბიჭი ნიმარია, თუმცა ბიჭიც აღარ არის. დიახ , მაშინ მოვიგეთ 6:1 და მაგარმა ბიჭმა ნაიმარმა ორი გოლი გაიტნა, მაგრამ ვფიქრობ ვიყოთ გულახდილები და ნუ დავივიწყებთ მატჩის არბიტრის სიმპატიებს ბარსასადმი. მთავარია არ შევრცხვეთ ბაიერნის მსგავსად…..