workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” ბრუნდება

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” ბრუნდება

“ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე ვიქტორ ვალდესი მის მშობლიურ კლუბში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი ლეგენდა, რომელიც “ბლაუგრანაში” დაბრუნდება, ვიქტორ ვალდესია. იგი “ბარსას” სკოლის აკადემიაში მეკარეების მწვრთნელი იქნება.

ვალდესი “ბარსელონას” აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2002-2014 წლებში ირიცხებოდა. ვიქტორს “ბარსასთან” ერთად 26 ტიტული მოუგია: 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 5 კატალონიის თასი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward