ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. კლუბი ახალ მეთაურსა და ბორდის წევრებს 5-წლიანი ვადით აირჩევს.
საარჩევნო უბნები კატალონიის 5 ქალაქსა (ბარსელონა, ჟირონა, ლეიდა, ტარაგონა, ტორტოსა) და ანდორაში 87 479 ამომრჩევლისთვისაა გახსნილი.
კლუბის წევრებს თავიანთი ხმის დაფიქსირება 12 საათის განმავლობაში შეეძლებათ, 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა კი სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტით უკვე მისცა.
პროცესისთვის თვალის მიდევნება “ბარსელონას” ოფიციალურ არხზე მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
02:48 – ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტია!
02:46 – ოფიციალურად დათვლილია ხმების 100%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 54.28%, ფონტი 29.99%, ფრეიშა 8.58%.
02:32 – ოფიციალურად დათვლილია ხმების 99.36%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.63%, ფონტი 31.84%, ფრეიშა 9.13%.
02:12 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 96%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.62%, ფონტი 31.78%, ფრეიშა 9.25%.
02:02 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 90%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.61%, ფონტი 31.65%, ფრეიშა 9.45%.
01:41 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 80%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.91%, ფონტი 30.97%, ფრეიშა 9.92%.
01:26 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 63%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.09%, ფონტი 31.50%, ფრეიშა 10.20%.
01:20 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 25%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.16%, ფონტი 31.30%, ფრეიშა 10.32%.
01:11 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 21%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 58.03%, ფონტი 30.64%, ფრეიშა 10.27%.
01:05 – ოფიციალურად დათვლილია ხმების დაახლოებით 5%. შედეგები ასეთია: ლაპორტა 57.05%, ფონტი 31.39%, ფრეიშა 10.42%.
00:00 – ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.
23:53 – წინასწარი შედეგებით ჟოან ლაპორტამ 58,3% აიღო და პრეზიდენტიც სწორედ ის გახდა.
23:09 – ამ დროისთვის ხმა 35 013 ადამიანმა (31.74%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
23:00 – საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათი დარჩა.
22:56 – ხმა “ბარსელონას” ლეგენდამ, ერიკ აბიდალმა მისცა.
22:14– ამ დროისთვის ხმა 32 961 ადამიანმა (29.88%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
21:10 – ამ დროისთვის ხმა 30 386 ადამიანმა (27.55%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
20:13 – ხმა “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა მისცა, რომელმაც განაცხადა:
20:00 – ამ დროისთვის ხმა 28 093 ადამიანმა (25.47%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
19:25 – ხმა მისცა “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხი ბარხუანმა, რომელმაც მცირე კომენტარიც გააკეთა:
19:00 – ამ დროისთვის ხმა 25 405 ადამიანმა (23.03%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
18:33 – პირველ 6 საათში ხმა 23 619 ადამიანმა (21.41%) მისცა. ამას ემატება წინა კვირებში ფოსტით მიცემული 20 663 ხმა.
18:26 – ხმა “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ მისცა.
🗳️ რამდენიმე წამის წინ ხმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ მისცა pic.twitter.com/GlVPSlHQoT
— Barçamania.Ge (@barcamaniage) March 7, 2021
18:00 – საარჩევნო დღის ნახევარი მიიწურა. უბნების დახურვამდე 6 საათი დარჩა.
17:10 – ამ დროისთვის ხმა 21 390 ადამიანს აქვს მიცემული. აქ იგულისხმება დღეს მიცემული ხმები. გათვალისწინებული არაა ფოსტით მანამდე მიღებული ხმები.
[ELECTIONS 2021 🗳]
📩 Turnout by 2PM
📲 All the information from election day in our minute by minute coverage
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 7, 2021
16:30 – ხმა ყოფილმა პრეზიდენტებმა, ენრიკ რეინამ და ჟოან გასპარმა მისცეს.
16:26 – ხმა “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც მისცა.
👋 L'exjugador i exentrenador del Barça @LUISENRIQUE21 també exerceix el seu vot al Camp Nou pic.twitter.com/CVOWx4vNZr
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) March 7, 2021
15:45 – ფოტო: ლიონელ მესი ჟოან ლაპორტას კამპანიის მონაწილეებთან.
Messi with people from Laporta's campaign 👀 #EleccionsFCB pic.twitter.com/oLmMhc2S94
— Shay Lugassi (@Shlugassi) March 7, 2021
15:40 – საარჩევნო პროცესი გრძელდება. “ბარსელონას” ფეხბურთელებთან (ბუსკეტსი, მესი, ალბა, პუჩი, რობერტო) ერთად არჩევნებში მონაწილეობა “ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ბოიან კრკიჩმაც მიიღო, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა.
🗳 2021 ELECTIONS
🏟 Camp Nou 📸📩 @JordiAlba
📩 @5sergiob pic.twitter.com/Gj3z6ERmgI— FC Barcelona (@FCBarcelona) March 7, 2021
15:00 – საარჩევნო უბნების გახსნიდან 3 საათის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა უკვე 31 454 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო რაოდენობის 28,52%-ია. ეს რიცხვი ფოსტით, დისტანციური წესით დაფიქსირებულ 22 973 ხმასაც ითვალისწინებს.
14:44 – ფავორიტ კანდიდატს ხმა ლიონელ მესიმაც მისცა. Sport-ის ინფორმაციით, მას არჩევნებში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიუღია.

14:36 – ფეხბურთელები უკვე “კამპ ნოუზე” არიან. პირველი მათგანი, რომელმაც არჩევანი დააფიქსირა, სერხიო ბუსკეტსია.
14:33 – ვიქტორ ფონტი:
🗳 #ELECCIONSFCB | Víctor Font ha estat el tercer i últim dels candidats en exercir el seu vot pic.twitter.com/ZpDwkdlCXl
— Què T'hi Jugues (@QueThiJugues) March 7, 2021
14:16 – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, რიკი პუჩი და სერჟი რობერტო ხმის მისაცემად ემზადებიან [RAC1].
13:30 – არჩევნებში მონაწილეობა კლუბის დროებითმა ხელმძღვანელმა, კარლეს ტუსკეტსმა მიიღო. ტუსკეტსის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის [El Chiringuito].
“კამპ ნოუზეა” იმყოფებიან დანარჩენი კანდიდატებიც, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
ტონი ფრეიშა:
13:00 – ბარსელონაში ამინდი უმჯობესდება.
13:00 – ჟოან ლაპორტამ საკუთარი ხმა დააფიქსირა.
El candidat Joan Laporta, soci número 13.352, exerceix el seu dret a vot al Camp Nou pic.twitter.com/oxWGrCEX1F
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) March 7, 2021
ლაპორტას კომენტარი მედიასთან: ჟოან ლაპორტა: დღევანდელი არჩევნები “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია
12:50 – ფოსტით დაფიქსირებული ხმების დათვლა უკვე დაიწყო. პროცესს ოსკარ გრაუ აკვირდება.

12:30 (თბილისის დროით) – ბარსელონაში წვიმს, თუმცა ხმის მისაცემად დილიდანვე საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი. “კამპ ნოუზე” პრეზიდენტობის კანდიდატების მისვლას მომდევნო საათის განმავლობაში ელიან.
მარტო მესიმ? ის კი არა 60-70%-ით ვიგებო ფრეიშამ
დესტრუქციული ოპოზიცია იძახის გაყალბდაო!!😂😂😂😂
მესიმ ფრეიშას მისცა ხმა ალბათ დ
ლაპორტას ალბათ უმრავლესობამ
ისე ძაან მაინტერესებს ცნობილი სახეებიდან, ვინ ვის მისცა ხმა.
ლუჩო მივიდაოო❤
წუხელ მთელი ღამე ეს არჩევნები მესიზმრებოდა, მერე ვითომ კუმანი აიძულეს და გადადგა, მაგრამ ეს უბრალოდ სიზმარი იყო.
ფოტო ვნახე მესის ტიაგო თუ მატეო მაიმუნი რომაა ის ეხლა არჩევნებში და რამე არ იჩალიჩოს😁😁
ექსესებს ხოარ აქ ადგილი??)))))))
პიკეს ველოდებიიი…
სადაა ამდენი ხანი
მგონი ფონტი იგებს :დდ
ლაპორტა მოიგებს , მესიც დარჩება
ლაპორტა
მაგრად გამიტყდება ლაპორტამ როარ გაიმარჯვოს
მაგრად
წარმატებები სამივე კანდიდატს და ჩემთვის ლაპორტა ფავორიტია❤️💙💣
გამოუშვესო მერე დაიწერა.
ოსკარ გრაუ ხო დაიჭირეს? აბა ხემების დათვლის პროცესს როგორ აკვირდება?
გუშინ თამაშამდე რომ სხვადასხვა ფორმები ეცვათ 8M და კიდე სიტყვები რომ ეწერათ მაინრერესებს ვის რა ეწერა და როგორ ვნახო??
ლაპორტა აბა შენ იცი
ლაპორტამ პსჟ-დან რონალდინიო მოიყვანა და ეხლა პსჟ-დან მბაპეს თუ მოიყვანს კარგი იქნება. Ჰოლანდიც მაგრა მევასება.
ასე საქართველოს პრეზიდენტობის არჩევნებს არ ვაკვირდებოდი