“ბარსელონა” ლა ლიგაში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას აგრძელებს. გუშინ რონალდ კუმანის გუნდი სტუმრად “ოსასუნას” დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.
“ბლაუგრანას” ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მათ შორის იყო გუნდის 18 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესიც, რომელმაც, ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა.
პედრი მოედანზე გატარებული 87 წუთის განმავლობაში ბურთს 100-ჯერ შეეხო. ის სულ მცირე 2005/06 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
ასაკის მიუხედავად, პედრი “ბარსელონაში” მოსვლისთანავე გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცა და მიმდინარე სეზონში უკვე 39 მატჩი აქვს ჩატარებული.




არა, ტრამვა რა იყო ამისთანა, რო ესე უცებ მოიშუშა, დემბელეს ჩაუტაროს კურსები თავის შენახვის და არ გაბანძების.
კუმანის ტესტი : " აბა სადამდე გაუძლებთ " ! ფატის ორგანიზმმა მაგალითად ვეღარ გაუძლო ! ეხლა ჰაერივით გვჭირდება ფატი ! სად არის ? უბრალოდ არ არის
ტრავმა და ოპერაციები 
გიჟია 💞
ნიშანი მოგვცა პედრის სხეულმა, მაგრამ კუმანი ამის იქეთ ვერავის ხედავს და ერთ დღესაც ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას, ყოველ მესამე დღეს თამაშია და ან 90 წუთს ათამაშებს ან 87-ზე ცვლის. სანამ ტრავმას აიკიდებს მანამდე გამოფხიზლდი, თორემ დარჩები გაღიმებული.
თან პსჟ ეს წინ. პრინციპული თამაშია მაინც, კარი უნდა გაიჯახუნონ. უბრალოდ ლა ლიგაში ქულების დაკარგვა ოსასუნასთან კატასტროფა იქნებოდა. ეგრევე ლა ლიგას დავემშვიდობებით. თან ხო ხედავ როგორი მნიშვნელოვანი იგროკია დღევანდელი ბარსასთვის. უესკასთან დაისვენებენ ალბათ.
პედრის ფატის მორიბას დეიონგის და არაუხოს სახიᲗ ხელᲨი ტუზკოზირი გვიᲭირავს, დაარ უნდა დავᲗმოᲗ.
გუშინ ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვხედავდი იმისა რომ პედრის 87 წუთი ეთამაშა, საერთო არც უნდა დაეყენებინა სასტარტოში, ცოტა გადაღლილია და დასვენება არ აწყენდა
პედრიტოო❤❤ეს ერთი ტრანსფერი გაარტყა ბართომეუმ
ბარსას მომავალი❤
გუშინ უდნდა დაესვენა ამას მოძრაობებზეც ეტყობოდა რო გადაღლილი იყო
ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის რომ ეს ახალგაზრდები ფულის ან რამე მატერიალურის გამო არ თამაშობენ, ყველა მოძრაობაში ეტყობათ რო სიამოვნებას იღებენ ბარსას მაისურით რომ დარბინ და უყვართ კლუბიი.. თუნდაც პუჩი ავიღოთ, არ ეძლევა სათამაშო დრო მაგრამ როც მოედანზეა ბედნიერია..
მის ასაკში ასეთ დონეზე რომელი ნახევარმცველი გახსენდებათ?
არჩევნებზე რა ისმის
ასეთ ასაკში ასეთი გამძლეობა რომ ექნება ბიჭს და თანაც ასე კარგად რომ ითამაშებს აქედან ჩანს რაც გახდება💜❤
Archevnebi rodis aris ?
ასე თუ ისე გუნდმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა, სადაც ისევ მესის დამსახურებაა გამოსაკვეთი. ის პასი რო არ გაეჭრა კიდევ უფრო ჩაკეტსვდა მეტოქე თამაშს და გართულდებოდა საქმე
პედრი გენიოსია უბრალოდ
როგორ მიყვარს ეს ბავშვი.. ბოლო წლების საუკეთესო ტალანტი .. ნამდვილი კულე იზრდება.. მადლობა მას ვინც ეს აღმოაჩინა და ჩვენთან მოიყვანა.. სწორ ადგილზე და სწორ ვითარებაში<3