workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

ოსკარ მინგესა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

“ოსასუნასთან” “ელ სადარიზე” მოგებულ შეხვედრაში ოსკარ მინგესა 5-მცველიანი ტაქტიკის გამო ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.

რონალდ კუმანის ამ გადაწყვეტილებამ აშკარად გაამართლა. ოსკარმა სიტუაცია 11-ჯერ განმუხტა, რაც მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი ახალგაზრდა ფეხბურთელმაც გააკეთა:

“ილაიშს აუცილებლად მივულოცავ. მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ვარჯიშისას ძალიან შრომობს, კარგად თამაშობს და ეს ყოველივე დაიმსახურა კიდეც.”

“იმისდა მიუხედავად, რომ ჩამეძინა და თამაშს თვალი ვერ ვადევნე, ბარსას” გოგონათა გუნდში ჩემი დის დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • F C BARCELONA
    schedule 08 მარ 2021, 03:35

    დაღვინება აკლია ამ ბიჭს და გამოცდილება საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი ტიპია ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობს რაც მცველს უხდება და აქცევს ტოპ ვარსკვლავად რაღაცით პუიოლს მახსენებს კარიერის სტარტზე ხისტია მაგრამ არა უხეში მებრძოლი მომენტს არ ეთიშება ჟილკა და ბრძოლის უნარი და საბოლოოდ მხოლოდ დაღვინება აკლია დადუღდება და ძალიან მაგარი ბიჭი დადგება ამისგან !

  • Albicelecte
    schedule 07 მარ 2021, 14:32

    კომენტატორმა გამაბრაზა ძალიან, მინგესა მაინც ასე და ისეო….
    რა? 27 მატჩს რომ ჩაატარებ სადებიუტო სეზონში და ჯერ კიდევ ერთი მესამედია წინ, უბრალო ამბავია?!

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:20

    ძაან მოუმატა ამან.4-3-3ში რო ცენტრალურ მცველად დადგა იქაც კარგად გაართვა თავი.მოკლედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კლუბისთვის.იმედია დააწინაურებენ მომდევნო სეზონში

  • davidus2020
    schedule 07 მარ 2021, 12:49

    ასე თუ გააგრძელა პროგრესირება,ყველა მონაცემი აქვს უმაღლესი დონის მცველად ჩამოყალიბდეს!

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 12:19

    კარგად დგას დაცვაში მარა ჯერ კიდევ დასახვეწია

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 12:14

    3-5-2 კარგი ბიჭია, მაგრამ კომენტატორმაც თქვა და დავეთანხმები, ორ მცველში ჯერ არაა მზად ბოლომდე.
    ძალიან მომწონს მისი სიხისტე და აგრესიულობა, რამოსის თანამოძმეა, ოღონდ ეს კაცის დალეწვაზე არ მიდის, ეს უფრო მშვიდი აგრესიაა, „ბურთი მომეცი და არაფერს დაგიშავებ” დევიზით 😆
    თან დაცვაში კი არა შეტევაში როა გუნდი იქაც მაგრად შლის მეტოქის შეტევას ჩანასახშივე

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 11:38

    ჩამეძინაო ხდდდ

  • nika 54
    schedule 07 მარ 2021, 10:58

    ციტატა: me da barca
    გოგონების გასაოცარი შედეგია. 18-დან 18 მოგება და ბურთები 90-3. მეორე ადგილოსანს ზუსტად ნახევარი, 45 გოლი აქვს გატანილი და 3 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.


    მაგ გუნდშია ეტყობა მინგესას და.

    არ არის გასაკვირი თუ ჩაეძინა, თამაში ადგილობრივი დროით 23 საათზე დამთავრდა და პირდაპირ აეროპორტში წავიდნენ, რო არ ჩაძინებოდა ეგ იქნებოდა გასაკვირი.

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 10:34

    ჩამეძინა და ვერ ვუყურეო😂
    ისე მინგესა სამმცველიან ტაქტიკაში უკეთ თამაშობს

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 10:23

    აუ მაგრად მომწონს ეს ბიჭი, აქვს ის სითავხედე და სიხისტე რაც მცველს სჭირდება, აგრესიულია როგორც საჯარიმოში ასევე მის გარეთ, გამბედავია და არ ერიდება არანაირ ორთაბრძოლას, ცოტახანში ძაან მაგრად მოიხოდება

  • Nika92
    schedule 07 მარ 2021, 04:08

    ეს მინგესა რაღაცის რამოს გავს ესეც შეტევას და უხეშ თამაშს არ ერიდება როგორც საჯარიმოს გარეთ ასევე შიგნით წინა შეხვედრაში ხო პენალი აიკიდა და კინაღამ დაგვღუპა დღესაც ერთი ორჯერ იყო შემთხვევა როცა ხელი გაექცა და კინაღამ დაიჭირა მოწინააღმდეგე

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 03:03

    გოგონების გასაოცარი შედეგია. 18-დან 18 მოგება და ბურთები 90-3. მეორე ადგილოსანს ზუსტად ნახევარი, 45 გოლი აქვს გატანილი და 3 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.