workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

ლა ლიგაში ზედიზედ მე-15 წაუგებელი შეხვედრისა და გასვლით მატჩებში ზედიზედ მე-8 გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონამ” ცხრილის ლიდერ “ატლეტიკოსთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. 

მიუხედავად უკანა ხაზში არსებული დანაკლისისა კატალონიელებმა კარიც მშრალად შეინახეს და 5-მცველიანი ტაქტიკით კიდევ ერთ მატჩში იხეირეს.

“ელ სადარიზე” “ოსასუნას” დამარცხებით კმაყოფილმა რონალდ კუმანმა მატჩის მიმდინარეობაზე, ახალაგაზრდა ფეხბურთელების თამაშსა და საჩემპიონო მარათონზე ისაუბრა:

“ყოველი გამარჯვება სასიხარულოა, განსაკუთრებით კი ის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ვზეიმობთ.”

“რა თქმა უნდა, დღევანდელი და “სევილიასთან” მოპოვებული გამარჯვებებით კმაყოფილი ვარ.”

“ილაიშმა გოლი მძიმე შეხვედრაში გაიტანა. 0-2 და ჩვენ თამაში მოვკალით. ყოველთვის, როდესაც ის მოედანზე გამოდის, დამატებით სარგებელს სძენს გუნდის თამაშს.”

“ლა ლიგაში ზედიზედ 8 გასვლითი გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება.”

“მადრიდული დერბი? პირველ რიგში ჩენი შედეგით ვართ დაინტერესბულნი. თუმცა, ახლა იქაური რეზულტატიც მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ანგარიში ჩვენთვის დადებითი იქნება.” 

“ამაყები ვართ, რადგან ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოყენება შეგვიძლია. ჩვენ ამას გულშემატკივართა სურვილის გამო არ ვაკეთებთ, ეს მათ დაიმსახურეს.”

“პედრი, პუჩი, არაუხო, მორიბა, მინგესა, ეს ფეხბურთელები კლუბის მომავალს წარმოადგენენ.”

“უმტიტის შეცვლა ტაქტიკური სვლა იყო, ჩვენ უფრო მეტად გვსურდა თამაშის მიმდინარეობის გაკონტროლება.”

“დღეს ჩვენი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, თუმცა მოგება მაინც დავიმსახურეთ. ეს პოზიტივი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძლედება.”

“შეუძლებელია მესისა და ალბას ურთიერთკავშირის დარღვევა. მათ ეს გამჭრიახობის უნარი მუდმივად აქვთ და შეუძლიათ თამიშისას ნებიმიერ მომენტში გამოიყენონ.”

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ “ბარსას” პრეზიდენტი ისევ ეყოლება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Dimitri359
    schedule 07 მარ 2021, 13:15

    ამ კაცის რეაქციებიდანაც ჩანს რომ ბარსას სხვა მწვრთნელებივით ჩმორი არაა და მოთამაშეებთან სიტყვა ეთქმის. სევილიასთან მოგების მერე ყველა სათითაოდ გადაეხვია, ეტყობა ბევრს შრომობს და შედიგი დაუფასეს. ლიგიდან გავარდნა არ მეწყინება, მთავარია კარგი ტაქტიკა შეიმუშაოს და ინტრიგა შექმნას, პირველ როგში დაცვამ უნდა გაუძლოს წნეხს!

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:12

    უიიი დღესაა არჩევნებიიი

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 12:19

    მორიბას გოლი როგორ გაუხარდა 😁 სახე გაუთბა 😁💙❤️

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 11:39

    ჩემი აზრით უმტიტის შეცვლა გაგდება უფრო იყო დ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მარ 2021, 11:34

    მემგონი მიეცემა შანსი მწვრთნელად დარჩენის, ნამდვილად ცდილობს გამოასწოროს გუნდის თამაში თანაც იმ რესურსის ფონზე რაც აქვს კიდევ კარგად გამოსდის.დასაფასებელია ისიც რომ ახალგაზრდებსაც აძლევს სათამაშო დროს.

  • nika 54
    schedule 07 მარ 2021, 11:13

    "შეუძლებელია მესისა და ალბას ურთიერთკავშირის დარღვევა. მათ ეს გამჭრიახობის უნარი მუდმივად აქვთ და შეუძლიათ თამიშისას ნებიმიერ მომენტში გამოიყენონ."
    შენ მესის და სუარესის ურთიერთკავშირი უნდა გენახა მოედანზეც და ცხოვრებაშიც და არ მიჰქარავდი იმას რაც გააკეთე, რო არ სუარესის გაშვება დამიჯერე დღეს ლიდერები ვიქნებოდით ლა ლიგაში.

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 10:37

    კარგია რომ მშვიდად ველოდებით დერბის

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 10:19

    პედრი, პუჩი,არაუხო,მინგესა,მორიბა,ფატი–მომავალი ოქროს თაობა

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 08:13

    ტეინკაოს რატო არ ათამაშებს

  • Don_Andresito
    schedule 07 მარ 2021, 02:54

    ციტატა: Iniesta_8
    "პედრი, პუჩი, არაუხო, მორიბა, მინგესა, ეს ფეხბურთელები კლუბის მომავალს წარმოადგენენ."

    ფატი როგორ გამორჩა მთავარი ტალანტი smile


    იმდენი ხანია მიტრავმულია დაავიწყდა. ხან მეც მავიწყდება ხოლმე რო გვყავს. ისე კი ბრაიტვაიტის სამუშაოს ვხედავ და ვხვდები რა მოვალეობით გამოყავს მოედანზე. მარა ფლანგზე რო აყენებს, საშუალო დონის სისწრაფე აქვს, ნერვები მეშლება როცა ტრინკაო სკამზე გყავს და 3 თამაშია ფაქტიურად აღარც გამოუყენებია. ფლანგზე გაცილებით პროდუქტიულია, ის ვითომ ბურთს იგებს მარა ეს სწრაფია და შეტევას იწყებს. 2 თამაშში გაიტანა იმდენი რამდენიც ბრაიტმა ბევრად მეტში და ასაკითაც სად ტრინკაო სად ბრაიტი, უეჭველი წამსვლელია ამ სეზონშივე თან თუ დეპაი მოვიდა. პუჩი და ტრინკაო უფრო ხშირად რო ათამაშოს და შემოიყვანოს თუნდაც პიანიჩის და ბრაიტის ნაცვლად გუნდის მომავლისთვისაც კარგი იქნება და აწმყოსთვისაც. ბრაიტვაიტს აქვს თავისი დადებითი და კონნკრეტულ თამაშებში სადაც უეჭველი გასატანია ალბათ ღირს გამოყვანა, მარა ზოგადად მეტი სათამაშო დრო ახალგაზრდებმა წაიღონ ჯობს.

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 02:51

    რამდენ ახალგაზრდას მისცა შანსი, ამ მხრივ მართლა დასაფასებელია.
    გავა 15 წელი და ეს ბიჭები იტყვიან, რომ მადლიერები არიან კუმანის თავის დროზე შანსი, რომ მისცა.
    გოლის დროს როგორ უხაროდა, პატარა ბავშვივით.

  • Iniesta_8
    schedule 07 მარ 2021, 02:42

    "პედრი, პუჩი, არაუხო, მორიბა, მინგესა, ეს ფეხბურთელები კლუბის მომავალს წარმოადგენენ."

    ფატი როგორ გამორჩა მთავარი ტალანტი smile