Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ტონი ფრეიშა ჰონგ-კონგში არსებულ კომპანიასთან, DSDAQ-სთან მოლაპარაკებებში დაწინაურდა.
ცნობილია, რომ კომპანია “ლურჯ-ბროწეულისფერების” სპონსორი იქნება და წლიურად კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდის.
DSDAQ-ის გენერალური დირექტორი, ერიკ ლარა აცხადებს:
ვადასტურებ, რომ “ბარსელონას” მთავარი სპონსორის პოსტისათვის, ტონი ფრეიშასთან მოლაპარაკებებში დავწინაურდით.
ჩვენი სახელი “ბლაუგრანას” მაისურზე არ იქნება დატანილი, რადგან კლუბის იდენტობას პატივს ვცემთ. თავად სწორედ ბარსელონადან ვარ.
რა მნიშვნელობა ვინ დადებს, მთავარია ფულს იხდის და ლოგოს დადებასაც არ ითხოვს. უკეთესი სხვასთანაც შეიძლება კონტრაქტის გაფორმება.
და სხვამ თუ მოიგო რა ხდება მაშინ? სხვასთან არ შეიძლება თანამშრომლობა? გუნდი იგივე რჩება.
და ლაპორტასთან რო ითანამშრომლონ არ ურჩევნიათ? ყველაზე დიდი შანსი სწორედ ლაპორტას აქვს ისევ გაპრეზიდენტების და რატო ვერ ხვდებიან ამას
60 მილიონი საკმაოდ კარგი თანხაა, ლაპორტასაც შეუთანხმდებიან უპრობლემოდ თუ ფრეიშას შეუთანხმდნენ, თან დირექტორიც ბარსელონადან ყოფილა.
60 მილიონი არაა პატარა თანხა, იმედია შედგება შეთანხმება. თუ ბარსელონადანაა დირექტორი მაშინ ლაპორტანსთანაც გამონახავს საერთო ენას.
ვინც მეტს გადაიხდის ის აირჩიონ, მთავარია კლუბის ისტორიას და იდენტობას არ შეეხონ. მათი მხრიდან ეს ნაბიჯი შეიძლება პატივისცემადაც შეფასდეს, რომ მაისურს არ ეხებიან ზედმეტად.
ისე საინტერესო იქნება ცარიელი მაისური 😁💙❤️
თუ უნდათ ბარსასთან თანამშრომლობა სხვა პრეზიდენტობის კანდიდატსაც შეუთანხმდებიან ძალიან კარგად😉