ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რუდ გულიტი, თანამემამულეების, რონალდ კუმანისა და ფრენკი დე იონგის, შესახებ საუბრობს.
კუმანი
ცოტა არ იყოს, რონალდის გამო ვწუხვარ. მას “ბარსელონას” გაწვრთნა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ “ბარსაში” ამაზე ცუდ მომენტში ვერ მოვიდოდა, კლუბში უამრავი პრობლემაა. ახლა, რონალდს პრეზიდენტის გარეშე მუშაობა უწევს, თანაც კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. პანდემია ცარიელ სტადიონს ნიშნავს. მოკლედ, მას რაღაც გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. მისთვის, მთავარი სირთულე, რა თქმა უნდა, სუარესის გაშვება იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უფრო იყო.
ამან მესის უკმაყოფილება გამოიწვია. “ბარსელონაში” მოსახვედრად ძალიან ცუდი დროა.
თუმცა მეორე მხრივ, ასეთი სიტუაციაში წარმატების მიღწევა, ორმაგად სასიამოვნო იქნება.
ამან მესის უკმაყოფილება გამოიწვია. “ბარსელონაში” მოსახვედრად ძალიან ცუდი დროა.
თუმცა მეორე მხრივ, ასეთი სიტუაციაში წარმატების მიღწევა, ორმაგად სასიამოვნო იქნება.
დე იონგი
ფრენკი არასტაბილურია, ერთ თამაშში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მომდევნო კვირას კი – ყველაზე ცუდი. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება. მას ადაპტაცია და საკუთარი ადგილის პოვნა გაუჭირდა.
– მის სიტყვებს Marca ციტირება.
1988 წელს, გულიტმა და კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
იმედია უტიტულოდ არ წავა კუმანი ბარსადან
არანაირად არ ვეთანხმები
Always cule,
თვითონ გადაწყვიტა ლიდერები, რომ გაეშვა კარგი რაა
მართალს ამბობს ნამდვილად. ძალიან ცუდი ბარსელონა ჩაიბარა კუმანმა და მშვენივრად ართმევს მგონი თავს. თვითონაც კარგად იცოდა სად მოდიოდა, მაგრამ არ შეშინებია.
კი ბატონო რთული დრო დაუდგა ბარსას. ერთის მხრივ პანდემია, მეორე მხრივ მავნებელი პრეზიდენტი, მაგრამ ამას თუ გაართვა თავი, ორმაგად დაუფასდება, თუმცა კარგად იცოდა სად მოდიოდა და როგორ დროს.
მართლა ძალიან ცუდ დრო უდგას კლუბს და ჯოხი ალბათ მაინც კუმანზე გადატყდება სეზონის ბოლოს, ვფიქრობ კიდევ ერთი სეზონი და სწორი ტრანსფერებით კარგ შედეგს მიაღწევს
სწორს ამბობს , დაშლილი გუნდი ჩაიბარა ფაქტიურად
1988 წელს, გულიტმა და კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
სადაც ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხეს 2-0. ერთი გოლი ამან გაიტანა თავით, მეორე ვან ბასტენმა სასწაული დარტყმით თითქმის 90 გრადუსიანი კუთხიდან. ერთი ქართველი იყო ჩვენგან სულაქველიძე.
სწორი ხარ სწორი, საათივით აწყობილი ჰოლანდიის ნაკრებიდან ამ ბარსელონაში წამოსვლა მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის სასწორზე დადება იყო. ვერცერთი მწვრთნელი, თუნცად უმაღლესი დონის, ვერ მოგცემდა იმის 100%იან გარანტიას, რომ ბარსელონას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანდა. კლუბის სიყვარულის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, თორე თავისი კარიერისთვის ნამდვილად არ ყოფილა ეს ნაბიჯი სასიკეთო
არ გაუმართლა კი არა ძალიან კარგადაც იცოდა სად მოდიოდა, თავის გაწირვის ტოლფასი იყო მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ამ გუნდში მოსვლა. ერთ სეზონში ეს ყველაფერი რომ კუმანს მოეგვარებინა არ ვიცი ძეგლის კი არა კამპ ნოუზე მისი ფოტოებით უბდა აეჭრელებინათ და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში კაცი სასწაულის სახელით უნდა შესულიყო. არც კუმანის დამცველი ვარ არც მოძულე. უბრალოდ არის რაღაცეევი რაც მარტო კუმანს არ უნდა დაბრალდეს ჩემი აზრით
მართალია, მოთხოვნილი ტრანაფერები არ დაუდეს. წლებია ინგრევა კლუბი, ვინცარუნდა მოსულიყო გაუჭირდებოდა რამის შეცვლა.
2015 წლის მერე კარგი დრო არ ქონია ბარსას და როდის უნდა მოაულიყო? ნიდერლანდები რო ჩაიბარა კაი დრო იყო მაშინ?