კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკების წევრმა, დანიელ ალვესმა განაცხადა: “რომ შემეძლოს, ნეიმარს “ბარსელონაში” გადმოვიყვანდი”. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნა ისიც, რომ მათ ნეიმარის მომავალზე ერთმანეთთან არ უსაუბრიათ…
“მე მქონდა პატივი მასთან ერთად ერთი შეხვედრა გამემართა. მე უკვე მისი ფანი ვარ. ვფიქრობ, ის ჩვენ გუნდს კარგად მოერგება”, – განაცხადა დანი ალვესმა პრეს–კონფერენციაზე და ასევე აღნიშნა, რომ მას ნეიმართან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა მათ ახალგაზრდა ბრაზილიელის საფეხბურთო კარიერის მომავალზე არ უსაუბრიათ.
“ჩემპიონთა ლიგის” თასზე “შეყვარებულმა” ბრაზილიელმა ჩილელ ალექსის სანჩესზეც გააკეთა კომენტარი: “ის დიდებული ფეხბურთელია და “ბარსასთვისაც” დიდებული შენაძენი იქნება.”
