“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თანაშემწემ ალფრედ შროიდერმა “სევილიასთან” თამაშის წინ გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა.
“სევილიას” წინააღმდეგ სირთულეების შესახებ კარგად მოგვეხსენება. ანდალუსიელებთან წინ 2 თამაში გვაქვს.
შეიძლება 3 მცველით ვითამაშოთ, მაგრამ შეგვიძლია ვითამაშოთ 4 უკანახაზელითაც. ეს არა გაოცების, არამედ ბურთის ფლობისა და დომინირების საკითხია.
როდესაც ჩემპიონატის დასასრული ახლოვდება, თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.
– ციტირებს შროიდერის სიტყვებს Mundo Deportivo.
თეორიები კარგია, მაგრამ მოედანზე სირბილია საჭირო ამას ვერ გაექცევი.
სამწუხაროა თუმცა შეტევაში ფანტაზია და სისხარტე თუ არ ჩართეს რთულია წარმატების მიღწევა ისე 😁💙❤️
გამოდის, რომ დააბნია ლოპოტეგი???
სისწრაფე შრიოდერ სისწრაფეს თუ არ მოუმატეს ვის რათ უნდა შენი ბურთის ფლობა და შეტევა