კატალონიური Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ჟორდი კრუიფი “ბარსელონას” პრეზიდენტობის ყველაზე პოპულარული კანდიდატის, ჟოან ლაპორტას გუნდთან ერთად მუშაობს და თუ ლაპორტა არჩევნებში გაიმარჯვებს, საკმაოდ დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე ვიხილოთ.
კრუიფი სპორტულ დირექტორად 2010-17 წლებში “აეკ ლარნაკასა” და თელ-ავივის “მაკაბში” მუშაობდა, ამის შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და მცირე დროით ჩინეთის სუპერ ლიგის “ჩუნცზინსა” და ეკვადორის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ამჟამად ჟორდი ისევ ჩინეთშია და “შენჩჟენს” წვრთნის.
ჟორდი კრუიფი ლაპორტას კანდიდატურას მხარს ღიად უჭერს და მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში მისი ლეგენდარული მამაც ამ აზრზე იქნებოდა.



ეს ცოტათი მაინც დამსგავსებოდა მამამისს,
გამოცდილება თუ აქვს, თორემ მარტო კრუიფის შვილობა არაფერს ნიშნავს.
იმედია აქვს იმის უნარები რომ ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. ისე არ აირჩევდა ლაპორტა მხოლოდ კრუიფის შვილობის გამო ჩემი აზრით