21-ე საუკუნეში ლა ლიგის არცერთ მეკარეს არ ჩაუტარებია იმაზე მეტი მშრალი მატჩი, ვიდრე ვიქტორ ვალდესს – 171. “ბარსელონას” ლეგენდარულ მეკარეს ამისთვის 387 მატჩის ჩატარება მოუწია.
Opta-ს ვერსიით, ყველაზე მეტი მშრალი მატჩი 2000/2001 სეზონის შემდეგ:
- ვიქტორ ვალდესი – 171 (387 მატჩი)
- იკერ კასილიასი – 160 (468 მატჩი)
- იან ობლაკი – 116 (214 მატჩი)
- დიეგო ლოპესი – 98 (352 მატჩი)
- ტიბო კურტუა – 92 (196 მატჩი)
ვიქტორ ვალდესის დებიუტი “ბარსელონაში” 2002 წელს შედგა, ესპანელმა 536 მატჩის ჩატარების შემდეგ (239 მშრალი მატჩი) კლუბი 2014 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.


ეეხ მაგას ისეთ დროს მოუწია თამაში, რომ ძნელი უფრო გაშვება იყო ვიდრე არ გაშვება. ერთ-ერთი კი მაინცდამაინც რეალთან მოახერხა სუპერთასზე, დი მარიასთან რო მოინდომა დრიბლინგები და ფაქტიურად თასი დაგვაკარგინა.
პიკე-პუიოლი დაფრინავდნენ და ნახ.დაცვას ბურთი ჰქონდა დამალული..
სირცხვილიც იქნებოდა რომ ვალდესს კარი მშრალად არ შეენახა..
იკერმა შეიწირა ვალდესის სანაკრებო კარიერაც.. რომ არა იკერი, ესპანეთის ნაკრების N1 მეკარე ვალდესი იქნებოდა.
იკერსაც ნაკრებში 7 ბარსელონელი ჰყავდა და მათ გარეშე მეეჭვება რომ ასე ზედიზედ 3 ტიტულს მოიგებდნენ –
2008 – ევროპა
2010 – მსოფლიო
2012 – ევროპა
მაშინდელი ბარსა საოცრება იყო.. ცენტრი ორივეგან ერთი იყო: ბუსკე-ხავი-ინი,,,
ამას პეპლები ყავდა თავში, თორემ როგორ უნდა მოგინდეს ისეთი გუნდიდან წასვლა, რომელიც დაფრინავდა და შენც ხოდზე იყავი. წავიდა და გახდა მეორე ხარისხოვანი მეკარე.
ვალდესის დროს ბურთს არავინ აძლევდა მეტოქეს და ახლა ყოველ ორ წუთში კარში გვირტყავენ
როგორ მაინტერესებს შტეგენს რომ მისი მსგავსი დაცვა ყავდეს წინ რას იზამდა? ალბათ საერთოდ გოლს არ გაუშვებდა 😁💙❤️
ვალდესის წინ ალვესი პიკე პუიოლი და აბიდალი იყვნენ.შტეგოს წინ კიდე გამოუცდელი დესტი და მინგესა,ნახ.მცველი რობერტო,დაბერებული პიკე,სირნგლე,ხრუსტალა უმტიტი და ჩმორი ალბა დარბიან.
ძალიან მომწონდა ორივე.
გეთანხმები ბრატუხია )) ასეთი დაცვა და ნახევარდაცვა რომ ყოლოდა მაგ პერიოდში მშრალი სერია კიარა ამოტენიდნენ ყოველ თამაშში ) მარა მაინცევასებოდა ვალდესი ))
იკერმა შეიწირა ვალდესის სანაკრებო კარიერაც.. რომ არა იკერი, ესპანეთის ნაკრების N1 მეკარე ვალდესი იქნებოდა.
სასწაულ გუნდში მოუწია ყოფნა და დიდწილად მაგან განაპირობა ეს შედეგი თორე იკერის დონესთან ახლოსაც არაა ვალდესი. რეალიდან ერთადერთი კაცი იყო რომლის ბარსელონაში თამაშზეც ვოცნებობდი