კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ათიანმა, ლეო მესიმ დღევანდელი მატჩის გამო უკმაყოფილება გამოთქვა…
მოგეხსენებათ დღეს, 4 საათსა და 45 წუთზე არგენტინამ “კოპა ამერიკის” პირველი შეხვედრა გამართა, სადაც ბოლივიის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა “ბარსას” ათი ნომერი ლეო მესიც. იგი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც თავის უკმაყოფილებას არ მალავდა. იგი აცხადებდა, რომ ეს თამაში მას და მის თანაგუნდელებს უნდა მოეგოთ. “ჩვენ ასეთი შედეგი არ გვივარაუდია, რადგანაც ეს იყო თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ მალე სხვა თამაში გველის და ამიტომაც ბოლივიასთან დაფიქსირებული ფრის შედეგად ჩვენ არ უნდა გავგიჟდეთ”, – განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.
მესიმ ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად: “ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ საქმე კარგად არ წაგვივიდა. ეს უცნაური თამაში იყო. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ზრდა და განვითარება.”
“ჩვენ უნდა გადავხედოთ იმას, თუ რა გავაკეთეთ ცუდად და დარჩენილი შეხვედრები ისე უნდა მოვიგოთ, როგორც არასდროს”, – დაასრულა არგენტინელმა.
