ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით “ალ სადი” ყატარულ ფეხბურთში დომინირებას აგრძელებს.
დღეს “ალ სადი” ყატარის თასის ფინალში “ალ დუჰაილს” დაუპირისპირდა და ბაღდად ბუნეჯას დუბლის წყალობით შეხვედრა 2-0 მოიგო. ეს “ბარსელონას” ლეგენდისთვის აზიაში მწვრთნელის რანგში უკვე მეხუთე ტიტულია. აქამდე მან ყატარის თასის წინა გათამაშებაში, სუპერ თასზე, ემირის თასზე და ყატარის ვარსკვლავთა თასზე გაიმარჯვა.
ქვეყნის ჩემპიონატს “ალ სადი” დიდი უპირატესობით ლიდერობს და რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
ჩავიმ სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო. ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის სურვილს ღიად გამოთქვამს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა.




ამას ყატარში ძეგლს დაუდგამენ ალბათ.😊
რატო :დდ
ჟიგულიდან ფერარზე რომ გადაჯდე იგივეა. ალბათ მიხვდი რას ვგულისხმობ
როგორ მინდა ისევ ვიხილო ისეთი ბარსა როგორიც მე კი არა ყველას გვსურს. ამაში ლაპორტა და ჩავი დიდ როლს ითამაშებენ ჩემი აზრით.
ROUCH,
არ მეგონა კიდევ ვინმე თუ ფიქრობდა ჩემს გარდა ხავი ალ სადიდან პირდაპირ რომ უნდა მოვიდეს ბარსელონას მწვრთნელად.
El pistolero 9,
არავისზე ნაკლებად არ მინდა ხავი ბარსას მწვრთნელად,და მოვა კიდეც.მაგრამ ჯერ არ მგონია.იმედი მაქვს მოვა და მაგ და ლაპორტა ისევ დაგვიბრუნებენ ძველ ბარსას
[b]nikusha[/bგვარდდიოლას და ენრიკეს გარდა, ყველა უნდა ჩამოკიდო **ვერებით ხეზე
გილოცავ მაესტრო , მე ვფიქრობ შენ უკვე საკმარისად დაამტკიცე რო შეგიძლია ბარსა ჩაიბარო, ვინც ასე არ ფიქრობთ სად გინდათ რო იმუშაოს ჩემპიონატი და გუნდი თქვით, მიზნად რას უსახავთ ეგეც მიაწერეთ რას სთხოვთ
ჩავი იქით იყოს და ერიკ ტენ ჰაგი რა თესლი მწვრთნელია
რაც მთავარია ხავის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და პლიუს მაგას ავტორიტეტია გუნდს მოხოდავს ყველანაირად ამ ზაფხულს აუცილებლად მოსაყვანია და მთლიანი ძალაუფლება მას ჩააბარონ ვინც უნდა ის გაუშვას და ვინც უნდა ის მოიყვანოს აი მერე მართლა კარგი გუნდი გვეყოლება და პრეტენზია გვექნება ყველა ტიტულზე
მეც ვუერთდები მოლოცვას და მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა ბარსელონას მწვრთნელად დაინიშნება.
მე ვუყურებ გვარდიოლადან მოყოლებული ბარსელონადან ყველა იგრას ე.ი. 2008-2009 წლების სეზონიდან. და ამ პერიოდში ბარსელონამ 7 მწვრთნელი გამოიცვალა. ჩემი აზრით ეს შვიდეული საუკეთესოების მიხედვით ასე ლაგდება.
1) გვარდიოლა
2) ენრიკე
3) ვინალოვა
4) ვალვერდე
5) კუმანი
6) ტატა მარტინო
7) სეტიენი
აბა ამ შვიდეულიდან თქვენი ხედვებიც დაწერეთ და მაინტერესებს თუ დაემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს
რატო :დდ
ალ ასადი ვერ იქნება შეფასების კარგი საშუალება. წავიდეს ტოპ 5 ჩემპიონატის რომელიმე გუნდში. 1 წელი იმუშავოს იქ და აქაც მოვა. ან ბარსა ბ-ში მივიდეს. ალ სადიდან პირდაპირ აქ ნუ გადმოვა უბრალოდ.
გილოცავ მაესტრო მალე ბარსაშიც მოგეგოს ტიტულები
მაგ მეცხვარეებს თავი დაანებოს და ევროპის რომელიმე საშუალო დონის გუნდში დადოს შედეგი. ძაან გაიწელა ამის სტაჟირება და სანამ გადაიფიქრეს ამის მოყვანა ჯობია დააგროვოს გამოცდილება ევროპაშიც.