ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ელჩესთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, უმტიტი, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, პუჩი – ტრინკაუ, მესი, დემბელე.
ჩვენმა მომხმარებლებმა “ელჩესთან” მატჩისთვის იგივე შემადგენლობა შეარჩიეს, რაც “კადისთან”. ვინ იცის, წინა მატჩში კუმანს ამ შემადგენლობით რომ ეთამაშა, იქნებ, ძალიან სუსტ “კადისთან” რამენაირად 3 ქულა აგვეღო. ყოველ შემთხვევაში, ლანგლე თერთმეტმეტრიანს მაინც ვერ აიკიდებდა.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




გამოვიცანი, თითქმის 50/50. არ გამოვა ჩემგან მწვრთნელი თუმცა არც კუმანია გვარდიოლა.
პუჩი არა მგონია ძირითადშივე დააყენოს.
ჩემი შემადგენლობა ასეთი იყო.
ტერშტეგენი.
დესტი.მინგესა.პიკე.ალბა
პიანიჩი
პუჩი.პრდრი
მესი.ბრეითვეითი.დემბელე
პედრმიმ უნდა დაისვენოსო გაიძახით და ბოლოს ყველა სასტავში აყენებთ? რა ლოგიკაა?
შტეგო
ალბა უმტი პიკე დესტი
დე ჯიონგი ბუსი
ტრინკაო გრუზი პედრუ
მესკა
ალბას მაგივრად ფირპო მქონდა მონიშნული, მეთქი კაცს დავასვენებდი 😃