ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი თავს კარგად გრძნობს

პუიოლი თავს კარგად გრძნობს

 

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს…

 

სოციალურ ქსელ “თვითერის” საშუალებით, “ბარსას” ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ იგი ახლა თავს კარგად გრძნობს და რომ მუხლის არეში დისკომფორტს აღარ განიცდის. “დღეს დიდებული დღეა. მე დისკომფორტის გარეშე ვირბინე”, – განაცხადა კარლესმა თავის “თვითერის” ანგარიშზე.

 

ამასთან ერთად კი პუიოლმა მისი კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, მადლობა ხუანხო ბრაუსაც გადაუხადა: “მე ასევე მინდა მადლობა ვუთხრა “ბარსელონას” ფიზიოთერაპევტს, ხუანხო ბრაუს, რომელიც აღდგენით სამუშაოებში ძალიან დამეხმარა.”

 

მას კი ეს ამბავი, ასევე “თვითერის” საშალებით, მისმა “გერლფრენდმა”, მალენა კოშტამ მოიულოცა: “გილოცავ, სიყვარულო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში